„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
240120100.35.158.016464
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 18 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის  2 ნოემბრის   №54 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05/11/2015, 240120100.35.158.016262) დამტკიცებულ  დანართ №1-ში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დანართი №1-ის  მე-2  მუხლის  „ე“ და „ვ“ პუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია;

 ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცხადებული ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია, დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე, გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული  პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების  ნებართვა;“.

2. დანართი №1-ის  მე-5  მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების III თავი.“.

 

3. დანართი №1-ის  მე-7  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აუქციონის ორგანიზება და ჩატარების წესი

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობებს ადგენს ნებართვის გამცემი. სანებართვო პიროებების დამტკიცების შემდეგ ცხადდება ელექტრონული აუქციონი.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.

3. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი ორგანო.

4. ელექტრონული აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.bolnisi.gov.ge-ზე, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge -ზე.

5. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება იგივე საინფორმაციო საშუალებით, სადაც გამოცხადებული იყო აუქციონი.

6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე)  ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.

7. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.“.

4. დანართი №1-ის  მე-8  მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების გათვალისწინებით.“.

5. დანართი №1-ის  მე-8  მუხლის მე-3  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას (წერილობითი შეთანხმება) იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.

6. დანართი №1-ის  მე-9  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე,  აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი