„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.158.016466
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2019 წლის 18 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის  15 თებერვლის   №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2015, 240120100.35.158.016262) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში  სტაჟირების  გავლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი N1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში  სტაჟირების  გავლის წესი
მუხლი 1. ზოგადი  დებულება

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად.

2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში;

გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან/და ბოლნისის მუნიციპალიტეტის    მერის    სახელზე    წარმოადგენს    განცხადებას   ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;

დ) უშუალო  ხელმძღვანელი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ  განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.

მუხლი 3. სტაჟირების გავლის საერთო წესი და სტაჟიორის სტატუსი

1. მერიაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც წარედგინება ბიუროს, ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით, ან მერიაში, განაცხადის შეტანის საფუძველზე.

2. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.

3. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;

გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

4. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

დ) CV;

ე) ორი ფოტოსურათი (3X4).

5.  განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერთან.

6. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.

7. სტაჟიორთა მისაღებად პროგრამის ფარგლებში ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით მერიაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადი მიიღება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადი – მარტში. სტაჟიორთა მისაღებად პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადის შეტანის საშუალებით მერიაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება განაცხადის შეტანის ნებისმიერ პერიოდში.

8. მერია   შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 1 თვით ადრე ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას არსებულ სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ.

9.  ბიუროს  მიერ  კანდიდატების  განაწილების  შემდეგ,  სტაჟირების  დაწყებამდე  10  დღით ადრე, სტაჟირების კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს მერიაში და გაიაროს რეგისტრაცია მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში. კანდიდატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამსახური ინფორმაციას აწვდის ბიუროს.

10. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ახორციელებს სტაჟიორების გადანაწილებას სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი პროფილის მიხედვით.

11. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.

მუხლი 4. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ მერიის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%- ით.

2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

3. ბიუროს გარდა, მერიაში სტაჟიორთა მიღება ხდება მსურველთა მიერ მერიაში განაცხადით მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში სტაჟირება არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

4. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე.

მუხლი 5. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები

1. სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით:

ა) გაეცნოს მერიის სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;

ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას,  მათ შორის საარქივო მასალას,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა);

გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები;

ე) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.

2. სტაჟიორი ვალდებულია:

ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;

ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;

გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.

მუხლი  6.  მერიის  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელის  პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ

1. მერიის სტრუქტურული ერთეულების  ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნიან სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. სტაჟიორის  უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;

ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;

გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;

დ) სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მუხლი 7. სტაჟირების  შეწყვეტა

1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:

ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;

ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) პირადი განცხადება.

2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.

მუხლი 8. სტაჟირების დასრულება

1.სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მერი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, იღებს  ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სტაჟირების  შედეგების  დადებითი შეფასების  შესახებ;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.

2. სტაჟიორის დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით  გავლის დამადასტურებელი ცნობა.