სს ,,საქგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9147-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/9147-14

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი/მოვალე – სს „საქგაზი“

საიდენტიფიკაციო №230805616

დირექტორი – ვალენტინ აკოფოვი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სს ,,საქგაზის“ გაკოტრების საქმე.

2019 წლის 14 თებერვალს სს „საქგაზის“ გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომართა სასამართლოს, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში სს „საქგაზის“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით და მოითხოვა კრების მოწვევა სს „საქგაზის“ გაკოტრების საქმის დასრულებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და სს „საქგაზის“ გაკოტრების საქმის დასრულება, რეგისტრაციის გაუქმება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 25 თებერვალს, 13:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №51 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. სს „საქგაზის“ (ს/ნ 230805616) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის დასრულება, რეგისტრაციის გაუქმება;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი .