1. კოდექსი, საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, ადგენს მისი ქცევის სტანდარტს, აგრეთვე განსაზღვრავს ქცევის წესებს, რომლებიც პარლამენტის წევრმა საქმიანობის განხორციელებისას და კოლეგებთან, სხვა თანამშრომლებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, სხვა ინსტიტუტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს უნდა გაითვალისწინოს.

2. კოდექსის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს  კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებ