„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 13.02.2019
ძალაში შესვლა 13.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №33/36
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016563
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2019
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იანჩი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას
შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ორ მხარედ წოდებულნი), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 100 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობით, „ხუთი საბაჟო გამშვები პუნქტისთვის საინსპექციო სისტემების“ პროექტის განსახორციელებლად და სხვა ორმხრივად შეთანხმებული პროექტებისთვის. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება იმ შეთანხმებ(ებ)ით, რომელიც შეთანხმებული იქნება ორ მხარეს შორის.
მუხლი 2🔗
ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში, რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო, რათა აღრიცხონ გადახდები აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში. უსასყიდლო დახმარების ანგარიში იქნება მოკლე დასახელებით „საგრანტო დახმარების ანგარიში №2018/1“. დახმარების ფარგლებში განხორციელებული ჩამორიცხვების განმავლობაში, დაანგარიშების პროცედურები განხორციელდება ჩინეთის განვითარების ბანკის შესაბამისი ოპერაციული პროცედურების მიხედვით. ორი მხარე რეგულარულად გაცვლის ინფორმაციას ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗
შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.
ხელმოწერილია 2019 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისში, ორ დედნად,თითოეული ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
საქართველოს
მთავრობის სახელით
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ძი იანჩი