მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2019 წლის 22 თებერვალი დაბა მესტია |
|
მუხლი 1.
1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება ადგილზე არსებული საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG XITL XC X K, სადაც CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; IMG არის მესტიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,22-ს; ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან მესტიაში ზონირება არ ხორციელდება); C არის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 300-ს. მუხლი 2.
პირველი პუნქტის მიხედვით დაბა მესტიაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
მუხლი 3.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 12 ლარსა და 67 თეთრს. მუხლი 4.
მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7 ლარსა და 92 თეთრს. მუხლი 5.
მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 65%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 10 ლარსა და 29 თეთრს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მესამე და მეოთხე პუნქტებით დადგენილი ფასი. |
მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დადგინდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 23 თებერვლის №12 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართიმუხლი 1.
1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება ადგილზე არსებული საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG XITL XC X K, სადაც
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
IMG არის მესტიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,22-ს;
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან მესტიაში ზონირება არ ხორციელდება);
C არის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 300-ს.
მუხლი 2.
პირველი პუნქტის მიხედვით დაბა მესტიაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG ITL C K CN 0,221 0,24300 15-84მუხლი 3.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 12 ლარსა და 67 თეთრს.
მუხლი 4.
მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7 ლარსა და 92 თეთრს.
მუხლი 5.
მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 65%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 10 ლარსა და 29 თეთრს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მესამე და მეოთხე პუნქტებით დადგენილი ფასი.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავიმოწმოთმუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ“, №4, 22.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.103.016308 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4492627/ |