მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2020 წლის 28 თებერვალი დაბა მესტია |
|
მუხლი 1
1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება ადგილზე არსებული საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG XITL XC X K, სადაც CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; IMG არის მესტიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,22-ს; ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან მესტიაში ზონირება არ ხორციელდება). C არის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 300-ს. მუხლი 2
პირველი პუნქტის მიხედვით დაბა მესტიაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 12 ლარსა და 67 თეთრს. მუხლი 4
მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7 ლარსა და 92 თეთრს. მუხლი 5
მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 65%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 10 ლარსა და 29 თეთრს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მესამე და მეოთხე პუნქტებით დადგენილი ფასი. |