„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№001825/21
სარეგისტრაციო კოდი
010230000.58.070.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37
ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება
№001825/21

2019 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.
მე-4 მუხლის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი:

თ.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახური;

ი) სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი:

ი.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახური;

ი.ბ) სტრატეგიული ანალიზის სამსახური;

ი.გ) დონორებთან ურთიერთობის სამსახური;

კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების დეპარტამენტი;“.

2.
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ითვლებიან ხელმძღვანელ აუდიტორებად.“.

3.
მე-6 მუხლის:
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები (შემდგომ – აუდიტის დეპარტამენტი) მათთვის განსაზღვრული ფუნქციურ-დარგობრივი მიმართულებების მიხედვით:

ა) ახორციელებენ ანალიზს აუდიტორული საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად;

ბ) ამზადებენ წინადადებებს წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვასთან დაკავშირებით;

გ) უზრუნველყოფენ სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულებას და ახორციელებენ აუდიტს;

დ) შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებენ აუდიტის შედეგებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესწავლას;

ვ) ასრულებენ გენერალური აუდიტორის და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.“;

ბ)
მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ)
მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვასა და აღსრულებას;

ბ) უზრუნველყოფს სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვას;

გ) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას.”.

4.
მე-7 მუხლის:
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტის დაწყების საფუძველია ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის მიერ გაგზავნილი შესაბამისი წერილი აუდიტის დაწყების თაობაზე, სადაც უნდა აღინიშნოს აუდიტის ჩატარების ფარგლები (მოცვა).“;

ბ)
მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუდიტის ობიექტი უფლებამოსილია, აუდიტის ანგარიშის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშის გადაცემიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს სამსახურს. თუ აუდიტის ობიექტი შენიშვნებს/მოსაზრებებს წარმოადგენს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე, მათი განხილვის საკითხს წყვეტს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

4. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (მოადგილე), აუდიტის ჯგუფთან ერთად, აუდიტის ობიექტის მიერ შენიშვნების/მოსაზრებების წარმოსადგენად დადგენილი ვადის გასვლიდან  გონივრულ ვადაში იხილავს აუდიტის ანგარიშს და აუდიტის ობიექტის წერილობით შენიშვნებს/მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამტკიცებს აუდიტის ანგარიშს.“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მარტიდან.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2019.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.02.2019. მიმღები ორგანო — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. დოკუმენტის ნომერი — №001825/21. სარეგისტრაციო კოდი — 010230000.58.070.016073.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №001825/21, 27.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016073 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4495644/