ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2019
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 03.12.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2019 წლის 28 თებერვალი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილება(www.matsne.gov.ge,19.08. 2014 წ., 190020020.35.151.016154).
მუხლი 3🔗
დადეგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების
პროგრამა
მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებები
1. ეს პროგრამა განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
მუხლი 2🔗. სოციალური პროგრამების დასახელება
1. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;
2. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდე), პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება (ბავშვების დაბადებისათვის);
4. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
5. შშმ პირების დახმარება;
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უხუცესების დახმარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი;
7. ცელიაკიით დაავადებული ბავშვების დახმარება;
8. უდედმამო ბავშვების დახმარება (18 წლამდე);
9.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსება ;
11. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება;
12. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსებისა და გაცემის წესი
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის თაობაზე.
2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობას უწევს მერის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწვეტილებას განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.
6. გადაწყვეტილების თაობაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევვაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობითი ფორმით შედგენილი მოსაზრება.
9. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.
10. დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი – განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (არაუმეტეს წელიწადში ორჯერ).
11.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელია, სავალდებულო დოკუმენტაციას თან ახლდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 4🔗. სამკურნალო დაწესებულებაში ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება
1. ამ მუხლით დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) სამედიცინო კვლევები;
ბ)ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა.
2. სამედიცინო კვლევები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შშმ პირებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის,რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით;
ბ) ყაზბეგის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ყველა სხვა სახის კატეგორიის მოქალაქისათვის – არა უმეტეს 300 (სამასი)ლარით;
3. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ ანაზღაურდება:
ა) 0-დან -3000 ლარამდე-70%;
ბ) 3001 ლარიდან ზევით არაუმეტეს 2100 ლარისა.
4. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის ან კერძო დაზღვევის პაკეტის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი წესით:
ა) 0-დან 800 ლარამდე – არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) 801 ლარიდან – 1000 ლარამდე – 70%;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარამდე – 65%;
დ) 3001 ლარიდან ზევით – არაუმეტეს 2000 ლარისა.
5. სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეს 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
6. ყაზბეგის მინუციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი.
7. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი საწრაფო-სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.
8. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა N100;
დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი დაფინანსების შესახებ;
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ.
მუხლი 5🔗. მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქეების დახმარება
1. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-მდე, პენსიონერებს და ქრონიკულად დაავადებულებს, რომელთაც სამედიცინო ცნობისა(ფორმა №100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა.
2. წლიური ლიმიტი განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია;
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა N100);
დ) ექიმის დანიშნულება;
ე) აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ.
მუხლი 6🔗. ახალშობილთა (ბავშვების დაბადებისათვის) ოჯახების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისათვის:
ა) პირველი შვილის დაბადებაზე – 200 (ორასი) ლარი;
ბ) მეორე შვილის დაბადებაზე – 300 (სამასი) ლარი;
გ) მესამე შვილის დაბადებაზე – 400 (ოთხასი) ლარი;
დ) მეოთხე შვილის დაბადებაზე – 500 (ხუთასი) ლარი;
ე) მეხუთე და ყოველ მომდევნო შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ვ) ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
მუხლი 7🔗.მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება
1. ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახი რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ოჯახის არასრულწლოვან წევრზე.
2. წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:
ბ)მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
მუხლი 8🔗. შშმ პირების დახმარება
1 .ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა შშმ პირების შემდეგ კატეგორიებს:
ა) შშმ I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს – 150(ას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით;
ბ) შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 200(ორასი) ლარის ოდენობით;
გ) მარტოხელა შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე შშმ პირის წარმომადგენლის ან მზრუნველის სახელით;
ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარში;
ე) შშმ პირის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 9🔗. ყაზბეგის მუნუციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების სწავლის დაფინანსება, აგრეთვე იმ ოჯახების, სადაც ორი ან მეტი სტუდენტია (რომლებიც სწავლობდნენ ბოლო სამი წელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში):
1.სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს, აგრეთვე იმ ოჯახს, სადაც ორი ან მეტი სტუდენტია, სწავლის საფასური დაუფინანსდება 80 %-ით.
2.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუნეტის ასლი;
გ) ატესტატის ასლი;
დ) ცნობა, რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში;
ე) ცნობა უმაღლესი სასწავლებიდან;
ვ) სასწავლებლიდან ანგარიშ-ფაქტურა(რეკვიზიტები).
მუხლი 10🔗. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უხუცესების დამარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი
1. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 11🔗. ცელიაკიით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ცელიაკიით დაავადებულ ბავშვებზე ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) სამედიცინო ცნობა (ფორმა №100);
ვ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 12🔗. უდედმამო ბავშვების დახმარება
1.დახმარება გაიცემა უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2 მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მზრუნველის სახელით;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)საბანკო ანგარიში;
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი.
მუხლი 13🔗. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფ და ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებზე.
ა) ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებს ერთჯერადად მიეცემათ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;
დ) საბანკო ანგარიში.
მუხლი14. სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურება – 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მიცვალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.