ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2019
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 867 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.12.2018 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.03.2022 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.04.2015 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.03.2018 ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2019 წლის 12 მარტი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება ეს დებულება განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საზოგადოებრივი დარბაზი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკრებულოს განკარგულებით იქმნება საზოგადოებრივი დარბაზი. 2. საზოგადოებრივი დარბაზი (შემდგომში – დარბაზი) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის გამტარებელი, საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო. 3. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიოტრიაზე მოქმედ ნებისმიერი დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის წარმომადგენელს (არაუმეტეს-2 წარმომადგენელი). 4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი, საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი და ასევე მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს. მუხლი 2🔗. საზოგადოებრივი დარბაზის ზოგადი უფლებამოსილება 1. საზოგადოებირვი დარბაზი უფლებამოსილია: ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განსახილველ პროექტებთან დაკავშირებით; ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა; გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთვას თავისი შენიშვნები, მოსაზრებები, წინადადებები; დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით; ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ვ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ანგარიშები (საზოგადოებრივ დარბაზში რეგისტრირებულ წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე); ზ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში; თ) განახორციელოს საზოგადოებრივი დარბაზის დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსლებები. თავი II საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა და მუშაობის საერთო წესი მუხლი 3🔗. საზოგადოებრივი დარბაზი სხდომა 1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, საკრებულოს ბიუროს სხდომამდე 2 დღით ადრე. 2. დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივი დარბაზის წევრად რეგისტრირებული არანაკლებ 3 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. 3. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ინფორმირებას, დარბაზის სხდომის ჩატარების დროის, ადგილის და სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 5. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით. 6. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა სპეციალური დღის წესრიგით. 7. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას შეიძლება დაესწროს მერი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. მუხლი 4🔗. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრი იურიდიული პირების ხმათა უმრავლესობით. 2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. 3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა. 4. დარბაზი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. მუხლი 5🔗. საზოგადოებრივი დარბაზის მუშაობის საერთო წესი 1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა საჯაროა. 2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული იურიდიული პირების ნახევრის წარმომადგენელი მაინც. 3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე(ები). დარბაზის წევრთა მოთხოვნით კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება მოწვეულ იქნეს მუნიციპალიტეტის მერი ან მისი მოადგილე. 4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. 5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმოამდგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი. 7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია. მუხლი 6🔗. საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დარბაზის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებიას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუხლი 7🔗. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმი 1. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმის შედგენას დარბაზის სხდომაზე უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი. 2. ოქმში უნდა აისახოს: ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, თვე, რიცხვი და წელი; ბ) ოქმის რიგითი ნომერი; გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა; დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები; ე) წამოყენებული წინადადებები, დასმული საკითხები, გამოთქმული  აზრები; ვ) კენჭისყრის შედეგები; ზ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი-საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. 4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარტში. 5. დარბაზის სხდომის ოქმი ხელმოწრის შემდეგ ქვეყნდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 6. დარბაზის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი. თავი III დასკვნითი დებულებები მუხლი 8🔗. საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა საზოგადოებრივი დარბაზის დებულების, ასევე მასში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას), დარბაზთან შეთანხმებითა და საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს საკრებულო.