განმცხადებელი – შპს ”მარშე” (ს/კ 245587011)
რეაბილიტაციის მმართველი – გიორგი გვალია
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „მარშეს” წარმომადგენელმა ლაშა ნოდიამ და რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით ითხოვა შპს „მარშეს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.
2016 წლის 08 აპრილის კრედიტორთა კრებაზე შპს „მარშეს” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „მარშეს” რეაბილიტაციის მმართველად არჩეულ იქნა გიორგი გვალია.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 01 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №63, შემდეგი დღის წესრიგით:
კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
|