2019 წლის მაისის თვეში გასამართი შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 24.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №13/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016445
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
2019 წლის მაისის თვეში გასამართი შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილებ №13/2019
2019 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
2019 წლის მაისის თვეში გასამართი შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ადგენს:
მუხლი 1🔗
2019 წლის მაისის თვეში გასამართ შუალედურ და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უფლება არ ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტითა და 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი