„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №65/ნ |
|
2019 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების“:
1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმებზე დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი და ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება. 1. პროდიუსერი ვალდებულია ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმის დაფინანსების კონკურსზე ალტერნატიული დაფინანსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს შემდეგი სახით:
2. იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში მონაწილე მხარე ასევე წარმოადგენს დისტრიბუტორს ან გაყიდვების აგენტს, ან იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორისა ან გაყიდვების აგენტის ფუნქციას ახორციელებს კომპანია, რომელიც ერთობლივი ნამუშევრის (კოპროდუქციის) წარმოებაში მონაწილე კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული წინასწარი შესყიდვა (მინიმალური გარანტია -MG) დადასტურებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საბანკო გარანტიის სახით. 3. მხარეებს შორის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის არ არის გრძელვადიანი, შედგენილი (დათარიღებული) უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე, კინოცენტრში განაცხადის შემოტანამდე. 4. უცხოელი კოპროდიუსერის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდი, ან ტელევიზია ან დისტრიბუტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. 5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტს, რომლის უცხოელი კოპროდუსერების თითოეულ მხარეს უკვე მოპოვებული აქვს დაფინანსება ფილმის საერთო ბიუჯეტში საკუთარი შენატანის 50%-ის ოდენობით, რაც დასტურდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისი დოკუმენტაციით. 6. ფილმის დასრულების შემდეგ კოპროდუქციაში მონაწილე უცხოელ კოპროდიუსერებს ეკისრებათ ვალდებულება, წარუდგინონ ქართველ პროდიუსერს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა საკუთარ შენატანზე ფილმის ბიუჯეტში, ხოლო ქართველმა პროდიუსერმა, ფილმის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს კინოცენტრში როგორც საკუთარ შენატანზე, ასევე თითოეული კოპროდიუსერის მიერ განხორციელებულ შენატანზე ლიცენზირებული აუდიტის დასკვნები.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი კინოცენტრის საკონკურსო დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №65/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.017689.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №65/ნ, 01.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017689 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4519850/