მერჯევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მერჯევის მე-15 ქუჩისთვის ,,გივი დეკანოიძის“ სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№54 16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.130.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №54 16

2019 წლის 27 მარტი

ქ. საჩხერე

მერჯევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მერჯევის მე-15 ქუჩისთვის გივი დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს   ორგანული   კანონის ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსის“24-ე მუხლის ,,ა.ე“ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების   სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 18 მარტის სხდომის ოქმის ამონაწერის საფუძველზე , საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა :

მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის მე-15 ქუჩას მიენიჭოს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი დეკანოიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

მუხლი 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 4. განკარგულება მისი მიღებიდან ათი დღის ვადაში გამოქვეყნდეს, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე.

მუხლი 5. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში ( ქ. საჩხერე, დ ავით აღმაშენებლის ქ. №3).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          ლევან ივანაშვილი