📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2019
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016315
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 223 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.03.2017 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.12.2014 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2016 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.03.2017 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 22.08.2024

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2019 წლის 1 აპრილი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი სახით: 1) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი; 2) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი; 3) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; 4) სისტემური – ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი; 5) ლატარიის  მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 18%; 6) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარი; 7) კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №60 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 210020010.35.155.016066). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი