ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან შპს „ავტოლაინის“ კრედიტორთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3748-19
ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან
2019 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი – ანდრო მაღრაძე
განმცხადებელი – შპს „ავტოლაინი“
წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე
მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი
მოთხოვნა – შპს „ავტოლაინის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,
დაადგინა:
1. შპს „ავტოლაინის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 17 აპრილს 12:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება, მომრიგებელი საბჭოს არჩევა.
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6, სხდომის დარბაზი №46).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე