შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულ ფიქსირებულ ადგილთან დაკავშირებული მოძრავი ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ფიქსირებული ადგილის გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.
ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომელიც წარმოადგენს წილობრივ მონაწილეობას მეორე ხელშემკვრელი სახელწიფოს რეზ(?)იდენტ კომპანიაში, გარდა იმ კომპანიებისა, რომელთა აქციებით ვაჭრობა დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახლემწიფოში.
ამ მუხლის წინამდებარე პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ