ამ შეთანხმების არცერთი მუხლი ხელს არ შეუშლის რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების გამოყენებას გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადების გადახდის თავიდან აცილების აღკვეთის მიზნით.
ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა მუხლის დებულების მიუხედავად, აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული შეღავათები არ მიენიჭება რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიას, თუ ამგვარი კომპანიის შექმნის მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა, რომლებიც არ იქნებოდა მათთვის ხელმისაწვდომი სხვაგვარა