ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, ამასთან თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის წლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი კალენდარული წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით.

ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ თანხებზე, რომლებიც გადახდილი ან ჩათვლილი იქნა ამგვარი შეტყობინების მიღების კალენდარული წლის დასრულების შემდეგ;

სხვა გადასახადების მიმართ საგადასახადო წლებში, რომლებიც იწყება ამგვარი შეტყობინების მიღების წლის დასრულების შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2018 წლის 14 მარტს, ქ. რიადში, რომელიც შეესაბამება 26 ჯუმადა II 1439 ჰიჯრის წელიწადს (H), ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრი

საუდის არაბეთის სამეფოს

სახელით

მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაან

ფინანსთა მინისტრი

ოქმი

„საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1. ამ შეთანხმების მე-3 მუხლთან მიმართებით:

საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „ადმინისტრაციული ქვედანაყოფები“ ან  „ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები“  ნიშნავს, „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს“ ან „ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს“.

2. ამ შეთანხმების მე-7 მუხლთან მიმართებით:

მხარეები თანხმდებიან, რომ

a) ხელშემკვრელი სახელწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პროდუქციის ექსპორტირების შედეგად ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება არ დაიბეგრება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. როდესაც ექსპორტის კონტრაქტი ითვალისწინებს სხვა საქმიანობის წარმართვას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამგვარი საქმიანობიდან მიღებული მოგება შეიძლება დაბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

b) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება“ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, წარმოების, სავაჭრო, საბანკო, სადაზღვევო საქმიანობიდან, ასევე შიდა ტრანსპორტირების ოპერაციების და მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ მოგებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ფიზიკური პირის მიერ, როგორც დაქირავებითი მოსამსახურის ან დამოუკიდებელი პირის სახით პირადი ხასიათის საქმიანობის წარმართვას.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2018 წლის 14 მარტს, ქ. რიადში, რომელიც შეესაბამება 26 ჯუმადა II 1439 ჰიჯრის წელიწადს (H) ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრი

საუდის არაბეთის სამეფოს

სახელით

მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაან

ფინანსთა მინისტ