თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დასრულების თაობაზე. ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მეორე თვის პირველ დღეს.
ამ შეთანხმების დებულებები იმოქმედებს:
წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ თანხებზე, რომლებიც გადახდილი ან ჩათვლილი იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო წლებში, რომლებიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე