„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ ქვეპუნქტი:
„ჰ6) სპეციალიზებული კომისია – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული კომისია, რომელიც ამ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისათვის. ეს კომისია აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოთ აღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა.“.
2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ2“ ქვეპუნქტი:
„ფ2) შესაბამისი დარგის ექსპერტებისაგან, სპეციალისტებისაგან, მეცნიერებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირებისაგან ქმნის სპეციალიზებულ კომისიას, რომელიც ამ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისათვის. ეს კომისია აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოთ აღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა;“.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცება და სპეციალიზებული კომისიის შექმნა;
ბ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალიზებული კომისიის მიერ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შემუშავებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 19 აპრილი 2019 წ. N4524-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4524-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.05.001.019456.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4524-IIს, 19.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.019456 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4539328/