„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2019 წლის 19 აპრილი ქ. სიღნაღი |
„მუხლი 1. სოციალური დაცვის პროგრამის ქვეპროგრამები
სოციალური დაცვის პროგრამა მოიცავს სოციალური დახმარების შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა) სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ) სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
გ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება;
დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
ე) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) დახმარება;
ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება;
ზ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება;
თ) სტუდენტების დახმარება;
ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება;
კ) მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება;
ლ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება;
მ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება;
ნ) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება;
ო) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება;
პ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება;
ჟ) უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება.“.
„გ) ობოლი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.“.
„4. გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში:
ა) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო განმეორებით მომართეს მუნიციპალიტეტს, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.“
ბ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომელთაც უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.“.
|