„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
010110020.10.003.021234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2019 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

 

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების“:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საბჭო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). სხდომის ელექტრონული ფორმით მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავჯდომარე.“.

 3.  მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომისას − საბჭოს წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტით პოზიციის დადასტურების შემთხვევაში. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.“.

4. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საოქმო გადაწყვეტილების სახით, რომელიც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. საბჭოს სხდომის ელექტრონული ფორმით ჩატარების შემთხვევაში, საბჭოს წევრების მიერ ელექტრონული ფოსტით წარდგენილი პოზიცია დაერთვება საბჭოს სხდომის ოქმს. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2019.
როდის იქნა მიღებული „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.05.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №219. სარეგისტრაციო კოდი — 010110020.10.003.021234.
რამდენი მუხლისგან შედგება „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №219, 01.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.021234 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4552144/