„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№264
სარეგისტრაციო კოდი
200030000.10.003.022820
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №264

2021 წლის 7 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 200030000.10.003.017895) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის“ მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“.

2. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადასახადის გადამხდელის ნებართვას შესაბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის თაობაზე, ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;“.

3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ეცნობება ხარვეზის შესახებ. გადასახადის გადამხდელს ხარვეზის შესახებ ელექტრონული ფორმით ეცნობება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით, სსიპ − შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2021.
როდის იქნა მიღებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №264. სარეგისტრაციო კოდი — 200030000.10.003.022820.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №264, 07.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.022820 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5185714/