„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 სექტემბრის №22 დადგენილებაშიცვლილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016329
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2019 წლის 7 მაისი

ქ. სამტრედია

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 სექტემბრის  №22 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 02/10/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016241) ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა:

მუხლი 1
მუხლი 2
1. „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  სექტემბრის №22  დადგენილების მუხლი 2-ის მე-2 პუნქტის „დ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დ) მონიტორინგის ჯგუფი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას.“;

„რ) ინტერდისციპლინური გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი გუნდი, რომელიც შეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმეტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის, მონიტორინგის გუნდის) განვითარებას.“.;

„ს) მონიტორინგის გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას.“.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს 2017 წლის 28  სექტემბრის №22 დადგენილების მუხლი 5-ის  მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„2. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესის უზრუნველსაყოფად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიქმნება მონიტორინგის გუნდი და ინტერდისციპლინური გუნდი.“.

„5. ინტერდისციპლინური გუნდი და მონიტორინგის გუნდის წევრების შერჩევა მოხდება როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის  საჯარო მოსამსახურეებიდან, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან (გარდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებისა).“.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  სექტემბრის №22  დადგენილების მუხლი 6-ის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის მონიტორინგის გუნდს, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.“.

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  სექტემბრის №22  დადგენილების მუხლი 7-ის 1-ლი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:“.

„1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის ინტერდისციპლინურ გუნდს, რომელიც ახორციელებს:

5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  სექტემბრის №22  დადგენილების მე-8 მუხლის მე-7   პუნქტი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„7. ინტერდისციპლინური გუნდი, მისი დაკომპლექტებიდან 3 თვის ვადაში, მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტურმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი“.

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  სექტემბრის №22  დადგენილების მე-9 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.“.

„4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს.“.

„6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად.“.

7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  სექტემბრის №22  დადგენილების მე-10 მუხლის მე-2, მე-3, მე-6, მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ  შესაძლოა გააფართოვოს, ან დაავიწროვოს შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე.“.

„3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის  ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას, კერძოდ: შეიმუშავებს შეფასების ინსტურმენტს და ახდენს მის პილოტირებას.“.

„6. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს  სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი. შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით, შემდგომში ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს შეფასებას.“;

„7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს  დაწესებულებების შეფასებას.“.

8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  სექტემბრის №22  დადგენილების მე-11 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისთვის  წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.“.

„4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია  დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს შეფასების შედეგებს.“.

„6. ინტერდისციპლინური გუნდი შესაბამისი დაწესებულებების შეფესების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია