სს „გუდვილის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კ რედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ა
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი/მოვალე – სს ,,გუდვილი“
რეაბილიტაციის მმართველი – შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი"
დირექტორი – ნოდარ პაპუკაშვილი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს ,,გუდვილის“ გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 16 მაისს სასამართლოს მიერ მოწვეული იქნა კრედიტორთა მეორე კრება. კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა გადაიდო, რაც გახდა საფუძველი კრედიტორთა კრების შეწყვეტის და სხვა დროისთვის გადადების შესახებ.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილით კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%.
აღნიშნული მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა მეორე კრება გაგრძელდეს 2019 წლის 24 მაისს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) სხდომის დარბაზი №42 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. სს ,,გუდვილის“ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილება-დამატებების შეტანა.
1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი