„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 ივნისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-7 |
|
2019 წლის 24 მაისი ქ. თბილისი |
1. ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის" 5.8. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.8. ა(ა)იპ-მა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშგებაში ასახული საკურსო სხვაობების ოდენობის შესახებ“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის" 7.4. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.4. ფინანსური ანგარიშგება, წინა საანგარიშგებო პერიოდების შესადარისი ინფორმაციის ჩათვლით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ისეთნაირად, თითქოს შეცდომა გასწორდა იმავე საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც იყო დაშვებული. შესაბამისად, თითოეულ საანგარიშგებო პერიოდთან დაკავშირებული შესწორების თანხა უნდა ჩაირთოს ამავე პერიოდის წმინდა შედეგის (ფონდის ზრდა/შემცირება) თანხაში. იმ საანგარიშგებო პერიოდებთან დაკავშირებული შესწორების თანხა, რომლებიც წინ უსწრებს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ პერიოდს, უნდა შესწორდეს უფრო ადრეული საანგარიშგებო პერიოდების წმინდა შემოსავლების საწყის ნაშთში. ნებისმიერი წინა საანგარიშგებო პერიოდების სხვა ინფორმაცია, როგორიცაა ფინანსური მონაცემების საწყისი ჯამები, აგრეთვე ხელახლა უნდა ფორმულირდეს“.
3. ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის" 7.16. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.16. წინამდებარე სტანდარტის მიღებასთან დაკავშირებით, სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილება უნდა აისახოს გარდამავალი დებულებების მოთხოვნების შესაბამისად, თუ ასეთი დებულებები დაერთვის ახალ სტანდარტს. თუ სტანდარტი არ შეიცავს დანერგვის წესებს, სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილება უნდა განხორციელდეს რეტროსპექტულად ან პერსპექტიულად, ქვემოთ აღწერილი მეთოდის შესაბამისად“.
4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი).
|
|
დანართი №2 ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების ნიმუშები წინამდებარე დანართი განკუთვნილია თვალსაჩინოებისათვის და არ წარმოადგენს სტანდარტის განუყოფელ ნაწილს. დანართში მოტანილი ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების მუხლები და მათი თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს ცალკეული ა(ა)იპ-ის თავისებურების გათვალისწინებით. დანართის მიზანია გვიჩვენოს სტანდარტის გამოყენება და ხელი შეუწყოს მის უკეთ გაგებას. ა(ა)იპ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 20X2 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით --------------------------------------------------------------------------------------------------20X2 20X1
საქმიანობის შედეგების ანგარიშგება 20X2 წლის 31 დეკემბერს
ხარჯების ეკონომიკური შინაარსი 20X2 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლისათვის
ფონდებში ცვლილების ანგარიშგება 20X2 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლისათვის
ფულადი ნაკადების ანგარიშგება 20X2 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლისათვის
|