პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №99/ნ |
|
2019 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
|
1. ეს დანართი ადგენს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის (შემდგომში – დიპლომი) ფორმას.
2. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
1. დიპლომი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;
ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
2. დიპლომზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:
ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“.
3. დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე დაწესებულების/ცენტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომის შედგენა რომელიმე სხვა უცხოურ ენაზეც.
4. დიპლომის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა.
5. დიპლომზე უნდა მიეთითოს:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);
გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) „დიპლომი“;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი;
ვ) კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება;
ზ) კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, რიცხვი, თვე, წელი;
თ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა კვალიფიკაცია;
ი) მინიჭებული კვალიფიკაციის დასახელება;
კ) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;
ლ) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი;
მ) დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ნ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);
ო) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომისა და დუბლიკატის რეგისტრაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში.
6. საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“, „ი“, „ლ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:
ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);
ბ) ცენტრის ლოგო;
გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;
დ) ცენტრის ბეჭედი.
7. დიპლომი, ამ დანართით განსაზღვრული მონაცემების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ დადგენილ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში. დაწესებულების გადაწყვეტილებით ეს მონაცემი შეიძლება იყოს დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ერქვა პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში ან პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში.
1. დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის დიპლომი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.
2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი.
3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
4. დიპლომის დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის დამტკიცებული ფორმა გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში და ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი).
2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.
(*) განმარტებითი ბარათი აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულია ოფიციალურ დიპლომზე ან სერტიფიკატზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით და დამოუკიდებლად არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი ძალა. აღწერის ფორმატი ეფუძნება შემდეგ დოკუმენტებს: ევროპის საბჭოს 1992 წლის 3 დეკემბრის 93/C 49/01 რეზოლუციას კვალიფიკაციების გამჭვირვალობის შესახებ; ევროპის საბჭოს 1996 წლის 15 ივლისის 96/C 224/04 რეზოლუციას პროფესიული მომზადების კვალიფიკაციების გამჭვირვალობის შესახებ და ევროპარლამენტისა 2001/613/EC და ევროპის საბჭოს 2001 წლის 10 ივლისის რეკომენდაციას სტუდენტების, მომზადების პროცესში მყოფი პირების, მოხალისეების, მასწავლებლებისა და ტრენერების მობილობის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია: http://europass.cedefop.eu.int © European Union, 2002-2014 | http://europass.cedefop.europa.eu
(*) Explanatory note This document is designed to provide additional information about the specified certificate and does not have any legal status in itself. The format of the description is based on the following texts: Council Resolution 93/C 49/01 of 3 December 1992 on the transparency of qualifications, Council Resolution 96/C 224/04 of 15 July 1996 on the transparency of vocational training certificates, and Recommendation 2001/613/EC of the European Parliament and of the Council of 10 July 2001 on mobility within the Community for students, persons undergoing training, volunteers, teachers and trainers. © European Union, 2002-2014 | http://europass.cedefop.europa.eu
|
ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 50 (ორმოცდაათი) ლარი.
1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე.
3. თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.
4. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის.
5. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.