ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, IV ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
განკარგულება № 160
2019 წლი ს 24 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, IV ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩას, IV ქუჩის მონაკვეთს (III ქუჩის და IV ქუჩის მონაკვეთები ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) და მასთან არსებულ სამ შესახვევს მიენიჭოს ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველი ს სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე- 12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე