1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. მშენებლობის  ნებართვაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მიწის ნაკვეთის მისამართი და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ)  მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;

გ)  მშენებლობის ნებართვის  ნომერი;

დ) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;

ე) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;

ვ) მშენებლობის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები;

ზ)  მშენებლობის ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

თ) შენობა-ნაგებობის კლასი;

ი) სამშენებლო/სანებართვო პირობები;

კ)  მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.

3. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, ხელმოწერასთან დაკავშრებით მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი წეს