1. მშენებლობის ახალ ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას არ საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტში ცვლილება, თუ განხორციელებული ცვლილება შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს, განაშენიანების დეტალური გეგმის (არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნებს ან/და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და წარმოდგენილია შესაბამისობის თაობაზე საექსპერტო დასკვნა, რომლებიც ასახულია შესაბამისი ეტაპის ოქმში (გარდა შენობა-ნაგებობის კლასის ცვლილებისა, ფასადის ცვლილებისა, სართულის დაშენებისა ან/და საპროექტო შენობის ფართობის 20% მეტი ცვლილებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის პროცედურის გავლა არ არის საჭირო, სამშენებლო დოკუმენტაციის შემდეგი ცვლილებების შემთხვევაში:
ა) შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არაუმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება;
ბ) I და II კლასებს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 100 მ2-მდე ფართობზე 1.0 მ2 სიზუსტით, III და IV კლასებს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 200 მ2-მდე ფართობზე 1.0 მ2 სიზუსტით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტაციით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება;
გ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით (II კლასს მიკუთვნებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მაქსიმუმ 0.3 მეტრით), რამაც არ უნდა გამოიწვიოს სამშენებლო დოკუმენტაციით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად;
დ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება არაუმეტეს 0.4 მეტრისა, ხოლო შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილება არაუმეტეს 0.3 მეტრისა, თუ არ ირღვევა საკადასტრო საზღვრები და მიჯნის ზონა და არ ხდება ისეთი ცვლილება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული დასაშვებ ცვლილებებში;
ე) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა ან/და დამატება/მოკლება;
ვ) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის შეცვლა, დამატება ან მოკლება;
ზ) სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეცვლა შესაბამისი ტექნიკური და ესთეტიკური მახასიათებლების მქონე სხვა სამშენებლო მასალებითა და პროდუქციით;
თ) შენობა-ნაგებობების ისეთი ნაწილების გადაადგილება/შეცვლა, რომლებიც ამ წესის შესაბამისად არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;
ი) შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან/და მიწისქვეშა ნაწილის ჰორიზონტალური გადაადგილება გრუნტის ზედაპირთან მიმართებაში არაუმეტეს 1.0 მეტრისა, საკადასტრო ერთეულის საზღვრების დაცვის პირობით;
კ) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არაუმეტეს 0.4 მეტრისა (მათ შორის, ამ ცვლილებით განპირობებული ნებისმიერი სახის ცვლილება), რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა;
ლ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური და მონოლითური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ცვლილება არაუმეტეს 0.5 მეტრისა;
მ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი ან ნაკლები ჩაღრმავება გრუნტის მყარ ნაწილამდე.
3. სამშენებლო დოკუმენტაციაში ამ მუხლით დაშვებული ცვლილებები არ უნდა არღვევდეს სხვა სანებართვო პირობებს, ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს და არ უნდა ლახავდეს მესამე პირთა უფლებებს.
4. სამშენებლო დოკუმენტაციაში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განსაზღვრული ცვლილებები შენობა‑ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების პროცედურის დროს წარმოადგენს დასაშვებ ცვლილებებს.
5. სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა