1. შენობა-ნაგებობის  ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის დაუშვებელია სხვა მოთხოვნების დაწესება, გარდა სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრულისა.

2. შენობა-ნაგებობის  ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის უფლებამოსილ ორგანოს შენობა-ნაგებობის შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის განსაზღვრულ ვადაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპების დასრულების შესახებ ამ წესის  შესაბამისად  შედგენილი საეტაპო ოქმები;

ბ) შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ანაზომი, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;

გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოების წარმოდგენა;

დ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის დატანით;

ე) შენობა-ნაგებობაში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების (მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხანძრისგან დაცვის სისტემების) ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ.

4. თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი  შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების მიზნით განაცხადს  უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის  განსაზღვრული ვადის დარღვევით, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

5. თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, მშენებლობის ნებართვის მფლობელი  ვალდებულია, განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ და შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

6. შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის  წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის ნებართვის მფლობელს და მის შემდგენ პირ