ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის - უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 04.06.2019
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.06.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების შესახებ ხაშურში ბაზრის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის სამსახურეობრივი მოვალების შესრულებისას
გარდაცვლილი პოლიციელის პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალური N2 ქუჩისათვის
სასულიერო პირის „დეკანოზ დავით გრიგალაშვილის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მებრძოლის გელა ოჩიაურის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ხაშურში შოლის სანაპიროს ქუჩის პირველი მონაკვეთისათვის ,,26 მაისის ქუჩის პირველი
შესახვევი“-ს სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის - უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №55
2019 წლის 4 ივნისი
ხაშური
ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის – უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სსიპ –
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 21 სექტემბრის SSVA 00019765 მომართვის საფუძველზე, რეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიხელ ჯანაშვილის, როგორც საკრებულოს წევრის ინიციატივა ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის – უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები წინააღმდეგი არ არიან და ეთანხმებიან ქუჩისთვის სახელის ცვლილებას. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, კანონით დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქუჩისთვის სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული მეომრის სახელის მინიჭება. ზემოხსენებული ქუჩის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ქალაქ ხაშურში ახალშენის ქუჩას (მდებარეს: ხაშურში, ჭალის უბნის დასახლებაში, იწყება არჩილ ჯორჯაძის ქუჩის გადაკვეთიდან X 385014.00, Y 4649277. 00 კოორდინატზე და მთავრდება აღმოსავლეთით შლუყურის დასახლებისკენ მიმავალ გზასთან X 385226.00, Y 4649338. 00 კოორდინატზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება ჭალის უბნის სასაფლაო, სამხრეთით – ახალშენის ქუჩის მოსახლეობა.) გადაერქვას სახელი და მიენიჭოს უშანგი ბირკაძის სახელი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე ზურაბ ნოზაძე