საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.04.2019 ძალადაკარგული 30.12.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9159
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9159

2019 წლის  3 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის   –    შემოსავლების    სამსახურის     დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესი და პირობები“ (დანართი №1);

ბ) „თანამშრომლის შეფასების ფორმა“ (დანართი №2);

გ) „კომპეტენციების ჩარჩო“ (დანართი №3);

დ) „კომპეტენციების შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლები (წონები)“ (დანართი №4).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე.