„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №281 |
|
2019 წლის 12 ივნისი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
281danarti.doc DOC ⬇
დანართი №1
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია
2019 წელი
სარჩევი
შესავალი 5
სტრატეგიის ხედვა 5
ინსტიტუციური ჩარჩო 5
1. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა 5
1.1. სიტუაციის ანალიზი 5
1.2. მიზნები და ამოცანები 5
1.3. ბენეფიციარები 5
2. ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა 5
2.1. სიტუაციის ანალიზი 5
2.2. მიზნები და ამოცანები 5
2.3. ბენეფიციარები 5
3. კიბერდანაშაული და კიბერმეთოდებით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 5
3.1. სიტუაციის ანალიზი 5
3.2. მიზნები და ამოცანები 5
3.3. ბენეფიციარები 5
მოსალოდნელი შედეგები და რისკების შეფასება 5
სტრატეგიის დამტკიცება და განხორციელება 5
მონიტორინგი და შეფასება 5
შესავალი
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა თავისი მასშტაბებით ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ორგანიზებული დანაშაული ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებას. სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება უზრუნველყოფს დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებას. განხორციელებული რეფორმები, მათი თანმდევი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები, განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც ქვეყნის განგრძობადი განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.
ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის 2013-2014 და 2015-2018 წლების ეროვნული სტრატეგიების დამტკიცებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდების ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. გამოვლინდა ორგანიზებული დანაშაულის კუთხით არსებული საფრთხეები და გამოწვევები, განისაზღვრა საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მექანიზმები, გაღრმავდა საერთაშორისო თანმშრომლობა, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და ამაღლდა საზოგადოებრივი ცნობიერება.[1] ზემოაღნიშნული მიღწევების შესანარჩუნებლად და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია არსებული სიტუაციის მუდმივი შეფასება და გამოვლენილი გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზი.
არსებობს ცალკეული სტრატეგიები ან/და სამოქმედო გეგმები, რომლებიც მოიცავს ორგანიზებული დანაშაულის სხვადასხვა კომპონენტის წინააღმდეგ ბრძოლას.[2] აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე სტრატეგია ასახავს მხოლოდ ქვემოთ წარმოდგენილ მიმართულებებს. ვინაიდან, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია განახლებადი დოკუმენტია და შესაბამისად, მისი იმპლემენტაციის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, არსებული სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით, იმპლემენტაციის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების და მისი შესრულებით მიღებული შედეგების შენარჩუნების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ახალი ხედვითა და მიდგომებით მიზანშეწონილად თვლის, მოხდეს ეროვნული სტრატეგიის გადახედვა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების და მიმართულებების, ასევე ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრა და გაერთიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე სტრატეგია ასახავს მხოლოდ ქვემოთ წარმოდგენილ მიმართულებებს[3]:
✓ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა;
✓ ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
✓ კიბერდანაშაული და კიბერმეთოდებით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
სტრატეგიის ხედვა
სახელმწიფოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის მიზანია 2020 წლისთვის საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, რაც გულისხმობს მოქალაქეთა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას, სამართლებრივი ფასეულობების, დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტების შესაბამისად დაცვას. ზემოაღნიშნულს განაპირობებს დანაშაულის პრევენცია, საერთაშორისო ოპერატიულ და არაოპერატიულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება და საზოგადოებასთან მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ინსტიტუციური ჩარჩო
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო, ეფექტიან, თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ უწყებათაშორის კოორდინაციას. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შექმნილია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც უფლებამოსილია, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგიული მიდგომის შესამუშავებლად მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები. უწყებათაშორისი კოორდინაციის ფარგლებში, მიზანშეწონილია არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი მეცნიერებისა და ექსპერტების მონაწილეობა. პოლიტიკის შემუშავების, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში შემავალი უწყებები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავენ სახელმწიფო პოლიტიკას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აერთიანებს 6 სახელმწიფო უწყებას[4]:
❖ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
❖ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
❖ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
❖ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
❖ საქართველოს გენერალური პროკურატურა
❖ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საკოორდინაციო საბჭო, საჭიროებისამებრ, ორგანიზებას უწევს უწყებათშორისი და შიდაუწყებრივი დონის შეხვედრებსა და კონფერენციებს. ამგვარი ეფექტიანი და თანმიმდევრული თანამშრომლობა ეფუძნება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპს.
1. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა
1.1. სიტუაციის ანალიზი
საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა „ქურდული სამყარო“, რომელიც თავისი კრიმინალური შინაარსით მოიცავს სხვადასხვა სახის დანაშაულებრივ საქმიანობას. „ქურდული სამყაროს“ დანაშაულებრივი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ამგვარი დანაშაულის განხორციელება რომელიმე კონკრეტული სამართალდარღვევის მასშტაბით კი არ შემოიფარგლება, არამედ, ზოგადად საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ფასეულობებს. „ქურდული სამყარო“ თავისი წესებით უგულებელყოფს სახელმწიფოს სამართლებრივ საფუძვლებს და აუცილებელია მისი ადრეულ ეტაპზე აღკვეთა.
ორგანიზებული დანაშაულის ახალი ფორმების, მისი პრევენციისა და მასთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდების დაუფლების მიზნით, თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის[5] შედეგად განახლდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და განვითარდა თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევები. ამაღლდა საზოგადოებრივი ცნობიერება „ქურდული სამყაროს“ საფრთხეების შესახებ, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა მოქალაქეთა თვითშეგნებისა და სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით და განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები.[6] შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში შეიქმნა სპეციალიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის მთავარ ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა, დანაშაულებრივ-ორგანიზებული ჯგუფის, მისი ლიდერის, წევრებისა და ამავე ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირთა საქმიანობის ოპერატიული კონტროლი რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიციის ატაშეებითა და მეკავშირე ოფიცრებით და კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების აპარატის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფას.[7] პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით დაიგეგმა სასჯელის მოხდის ინდივიდუალური მექანიზმები, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, ფსიქოსოციალური, პროფესიული მომზადების კურსები და დასაქმების პროგრამები.[8]
ზემოაღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლამ პოზიტიური შედეგი გამოიღო, რასაც ცხადყოფს პენიტენციურ სისტემაში ქურდული სამყაროს წევრობისთვის, კანონიერი ქურდობისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა.[9] მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო კვლავ დგას ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა დასაძლევად აუცილებელია სწორი პოლიტიკის წარმართვა. „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის მიმართულებით არსებული კანონმდებლობა[10] ვერ ფარავს ყველა იმ საფრთხესა და ქმედებების მთელ სპექტრს, რომელიც თან ახლავს „ქურდულ სამყაროს“. ამ კუთხით იკვეთება საკანონმდებლო ნორმების ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომელიც უპასუხებს ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს.
„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილია საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის გაუმჯობესება ქართული ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების შესაძლებლობების ინსტიტუციური განვითარება.
„ქურდული სამყაროს“ წესების, მეთოდებისა და შესაძლებლობების მუდმივი „დახვეწისა“ და „განვითარების“ პირობებში, რთულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის აქტივობების წინასწარ დადგენა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია არსებული სიტუაციის მუდმივი ანალიზი და რისკების შეფასება, რაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ უწყებებს დანაშაულის ადრეულ სტადიაზე ინტერვენციის შესაძლებლობას მისცემს.
1.2. მიზნები და ამოცანები
1.1. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა
1.2. ინსტრუმენტების დახვეწა და განვითარება
1.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარება
1.4. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება
1.3. ბენეფიციარები
ბიზნესსექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზოგადოების ფართო წრეები, არასრულწლოვნები, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები და პრობაციონერები.
2. ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა
2.1. სიტუაციის ანალიზი
ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული ზიანი თავს იჩენს სახელმწიფო დონეზე და საჭიროებს კომპლექსურ და თანმიმდევრულ მიდგომას. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია მიმართული უნდა იყოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის პრობლემის მართვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებისკენ.
საქართველო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს სატრანზიტო დერეფანს. ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება ტვირთბრუნვის ზრდა საქართველოს გავლით, რაც ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენ პირთათვის, რომ გამოიყენონ საქართველოს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ტრანზიტის მიზნით.
2013-2016 წლებში საქართველოში გამოვლინდა ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის სხვადასხვა ფაქტი, რა დროსაც საქართველო გამოყენებულ იქნა, როგორც სატრანზიტო დერეფანი. [11]
| |
| |
| |
|ნარკოტიკული საშუალება |
|მუხლი |პენიტენციურ დაწესელებულებაში მსჯავრდებულთა რაოდენობა |
|სსსკ 284 მუხლი. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა |6 |
|სსსკ 285 მუხლი. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის|1 |
|უკანონოდ გამოყენება | |
|სსსკ 286 მუხლი. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის|1 |
|ხელყოფა | |
კიბერდანაშაულისა და კიბერმეთოდებით ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომლის მთავარ ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირთა მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა გატარება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება/განხორციელება და კიბერდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის გაღრმავება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.[14]
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გამოვლენილი საფრთხეებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, განახლდა საკანონმდებლო ბაზა, განვითარდა მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, გაღრმავდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ოპერატიულ და არაოპერატიულ დონეზე. ასევე, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად კიბერდანაშაულისა და მისგან გამოწვეული ზიანის შესახებ.[15]
იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე მსოფლიოში შეუქცევადია ტექნოლოგიური პროგრესი, იზრდება საშიშროება, რომ კიბერსივრცის გამოყენებით ჩადენილ იქნეს უპრეცედენტო მასშტაბის დანაშაულები. ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად, აუცილებელია, იხვეწებოდეს საკანონმდებლო ბაზა, რათა სამართლებრივად შესაძლებელი გახდეს კიბერსივრცეში ჩადენილ ქმედებებზე ეფექტიანი რეაგირება. სხვაგვარად, შესაძლოა, კიბერდანაშაული სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს. ამასთან, აუცილებელია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება და თანამშრომლების პროფესიული დონის ამაღლება. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება და კიბერდანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობები. კიბერდამნაშავეები აზიანებენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს და ინფორმაციულ სისტემებს, ასევე იყენებენ კიბერსივრცეს სხვადასხვა დანაშაულის ჩასადენად.[16] კიბერდანაშაულთან ბრძოლის საუკეთესო მექანიზმია სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან კიბერდანაშაულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩადენილია სწორედ ამ დანაშაულის მსხვერპლის მოტყუებით. შესაბამისად, ცნობიერების ამაღლება პირდაპირპროპორციულად ახდენს კიბერდანაშაულის პრევენციას. მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი კიბერდანაშაულისგან, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების, მათი იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება სახელმწიფოსთვის კვლავაც გამოწვევად რჩება.
3.2. მიზნები და ამოცანები
3.1. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა
3.2. ინსტრუმენტების დახვეწა და განვითარება
3.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარება
3.4. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება
3.3. ბენეფიციარები
სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესსექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
მოსალოდნელი შედეგები და რისკების შეფასება
სწორად განსაზღვრული პოლიტიკის შედეგად განხორციელებული რეფორმები უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, დანაშაულის პრევენციასა და საზოგადოებრივი ფასეულობების დაცვას, რაც განაპირობებს როგორც სახელმწიფო, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებას.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისათვის და ზრდის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულიდან მომდინარე საფრთხეებს. უახლოეს წარსულში დაფიქსირებულია საქართველოს სატრანზიტო დერეფნად გამოყენების არაერთი შემთხვევა. ასევე, შეინიშნება ორგანიზებული ჯგუფების მიერ მიგრანტთა უკანონო გადაყვანის შემთხვევები. საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ზრდის უკანონო მიგრაციის ტენდენციას, რაც შესაძლოა, ხელსაყრელი ფაქტორი აღმოჩნდეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის.[17]
რეგიონში არსებულმა არამდგრადმა ვითარებამ და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, ასევე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და კონფლიქტური ზონების არსებობამ, სადაც არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო იურისდიქცია, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კონფლიქტების შესაძლო გავრცელება ხელსაყრელი ფაქტორია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის, რამდენადაც პოლიტიკური არასტაბილურობა და ოკუპირებული ტერიტორიები დანაშაულებრივი სამყაროსათვის ქვეყანაში დამკვიდრების, მოქმედების არეალის გაფართოებისა და გავლენის აღდგენის რისკებს ზრდის და სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
სტრატეგიის დამტკიცება და განხორციელება
აღნიშნული სტრატეგიის პროექტი შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. სტრატეგიის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შეიმუშავებს ორეტაპიან სამოქმედო გეგმას. მისი პირველი ნაწილი მოიცავს 2017-2018 წლებს, ხოლო მეორე ნაწილი 2019-2020 წლებს. სტრატეგიის ძირითადი განმახორციელებელნი არიან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და განხორციელება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია განახლებადი დოკუმენტია და მისი იმპლემენტაციის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე, განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.
მონიტორინგი და შეფასება
მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება პოლიტიკის პროცესის განუყოფელი ნაწილია. სტრატეგიის მონიტორინგი განხორციელდება შესრულების წლიური ანგარიშის გზით, თუმცა საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიძლება მომზადდეს ყოველკვარტალურად, შესაბამისი შესრულების ინდიკატორების საფუძველზე. ანგარიში უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მიზნებსა და ამოცანებთან მიმართებით წინსვლის თაობაზე, მოკლედ აღწერდეს ძირითად მიღწევებს და ასახავდეს პოლიტიკის ძირითად შედეგს.
წლიური ანგარიშის მომზადების კოორდინაციას განახორციელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო. მიზნების მიღწევასა და ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები მონაწილეობას მიიღებენ მონიტორინგის პროცესში და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ სამდივნოს. ჩართული უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდება სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში.
სტრატეგიის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, პოლიტიკის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, სამდივნო შეიმუშავებს შეფასების საბოლოო ანგარიშს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას.
[pic]
-----------------------
[1] ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2015-2016 წლების ანგარიში.
[2] ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია; საქართველოს მიგრაციის სტრატეგია.
[3] ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017–2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2017–2018 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში
[4] „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის №561 დადგენილება
[5] ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2013-2014 და 2015-2018 წლების ეროვნული სტრატეგიები;
[6] ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2015-2016 წლების ანგარიში.
[7] საქართველოს შს მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
[8] საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 20 იანვრის N MOC 0 17 00047972 ანგარიში
[9] სსსკ-ის 2231 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის „ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა“ მსჯავრდებულია 64 პირი
[10] საქართველოს კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
[11] შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 თებერვლის №353222 ანგარიში;
[12] საქართველოს შს მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ;
[13] შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 თებერვლის №353222 ანგარიში
[14] საქართველოს შს მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
[15] ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2015-2016 წლების ანგარიში
[16] შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 თებერვლის №353222 ანგარიში
[17] შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანგარიში „საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული არალეგალური მიგრაციის შესახებ“