ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021 − 2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021 − 2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 97%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 87%
- მოქმედი 87%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №461 |
|
2021 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021 − 2024 წლების ეროვნული სტრატეგია“ (დანართი 1).
2. „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021 − 2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა“ (დანართი 2).
|
📎 დანართები (1)
danarti.docx ⬇
დანართი №1
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების
ეროვნული სტრატეგია
2021 წელი
სარჩევი
შესავალი 2
სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია 6
დასახული მიზნების კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან 7
არსებული სიტუაციის ანალიზი - ზოგადი მიმოხილვა 7
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი 8
ევროკავშირის პოლიტიკური ციკლი და ქვეყნების გამოცდილება 9
კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო პრაქტიკა 13
სტრატეგიული ხედვა და მიზნები 15
უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩარჩო 16
1.1. არსებული სიტუაციის ანალიზი 17
მიზანი 2. კიბერდანაშაული და კიბერმეთოდებით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 20
2.1. არსებული სიტუაციის ანალიზი 20
მიზანი 3. ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა 26
3.1. არსებული სიტუაციის ანალიზი 26
შესავალი
ორგანიზებული დანაშაული, ტრანსნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ამ ტიპის დანაშაულთან საბრძოლველად ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომის უზრუნველსაყოფად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრანსნაცინალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენცია 2020 წლის 15 ნოემბერს მიღებულ იქნა გენერალური ასამბლეის 55/25 რეზოლუციით და ძალაში შევიდა 2003 წლის 29 სექტემბერს1. კონვენცია და მისი ფაკულტატური ოქმები გახდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლისსამართლებრივი და პროცედურული ნორმების განმსაზღვრელი.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაული ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას. სწორედ ამ დანაშაულის ბუნებიდან გამომდინარე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მიერ, ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენება, ორგანიზებული დანაშაულთან გამკლავებას კიდევ უფრო რთულს ხდის. ასევე, გლობალიზაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, იზრდება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის მასშტაბი და მეთოდებიც. შესაბამისად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს კომპლექსური და უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული, განვითარებული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების განმტკიცებას.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2018 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, აღნიშნული ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდა.
სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის №561 დადგენილებით დამტკიცებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში - საბჭო) გაძლიერება, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი აქტივობების შემუშავება და უწყებათაშორისი შეთანხმება.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ეროვნულმა სტრატეგიებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდების ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. გამოვლინდა ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით არსებული საფრთხეები, პრობლემები და გამოწვევები, განისაზღვრა საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მექანიზმები, გაღრმავდა საერთაშორისო თანამშრომლობა, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება.2
2019 წელს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის: „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი. ამავე პროექტის ფარგლებში, ექსპერტებმა შეაფასეს საბჭოსა და სამდივნოს (დღევანდელი მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი) შესაძლებლობები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წწ. დღის წესრიგის 2.4. პუნქტით: „მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება“ - საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრულია ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ძალისხმევის გაგრძელება.
საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუციით დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით. ევროპარლამენტის აღნიშნული რეზოლუცია, ასევე, დადებითად აფასებს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაძლიერებულ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას. დოკუმენტში ხაზგასმულია სამართალდამცავი უწყების საქმიანობის მნიშვნელობა ტრანსნაციონალური დანაშაულის, განსაკუთრებით, ადამიანებითა და ნარკოტიკული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის შემცირების კუთხით.3
საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ინდექსებზე ინფორმაციას გვაწვდის ორგანიზაცია World Economic Forum4, სადაც ნათლად ჩანს საქართველოს პროგრესი აღნიშნული მიმართულებით: თუკი 2012 წელს საქართველო 75-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2016 წელს 67-ე პოზიციაზე იყო, 2019 წლის მონაცემებით 25-ე ადგილზე გადაინაცვლა5.
ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევის წინაშე დგას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ზემოაღნიშნული მიღწევების შესანარჩუნებლად და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, მიმდინარე სიტუაციის მუდმივი შეფასება და გამოვლენილი გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზი.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია განახლებადი დოკუმენტია და თითოეული სტრატეგიის მოქმედების ვადის შესაბამისად, გასული წლების სტრატეგიების იმპლემენტაციის შედეგების გათვალისწინებით, მუშავდება ახალი სტრატეგია. მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ახალი სტრატეგიის მომზადებისა და სრულყოფის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებით მიღებული შედეგების შესანარჩუნებლად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით, საბჭოს სამუშაო ჯგუფების, მათ შორის ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ექსპერტების აქტიური თანამშრომლობითა და ჩართულობით, მომზადდა 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგია და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა.
წინამდებარე სტრატეგია მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
„კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების (მათ მხარდამჭერთა) წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება;
კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება;
ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მიმართულებებია პრიორიტეტულად განხილული ევროპოლის ანგარიშში (SOCTA EU 2021) მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის შეფასების თაობაზე6. მათივე უმთავრესი რეკომენდაციები მიმართულია ორგანიზებული დანაშაულის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: კიბერდანაშაული, ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა, წარმოება, გასაღება და სხვა.
სტრატეგია ეყრდნობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, საქართველოს კანონმდებლობას, სამთავრობო პროგრამას 2021 – 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, ქვეყნის მიერ აღებულ რელევანტურ საერთაშორისო ვალდებულებებს.
სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია
პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამდივნომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629-ე დადგენილებით დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესით და ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს დანართებით.7
2020 წელს საბჭოს თავმჯდომარის, შს მინისტრის პირველი მოადგილის ინიციატივით, საბჭოს ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და არსებული ტენდენციებისა და პრიორიტეტული
მიმართულებების გათვალისწინებით, შეიქმნა ორი თემატური სამუშაო ჯგუფი:
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფი;
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფი.
ზემოაღნიშნული პირველი სამუშაო ჯგუფის უმთავრესი ფუნქციაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შემდგომში, იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა და რიგ შემთხვევებში, მონიტორინგი. მეორე სამუშაო ჯგუფის ერთი-ერთი ძირითად ამოცანებს შორისაა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიული მიმართულებით საქმიანობა.
სამდივნოს ხელმძღვანელობით, ჯგუფის წევრებს შორის დავალებების დანაწილების გზით, განხორციელდა ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაციის მოძიება და სიტუაციის ანალიზი. 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ერთი და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით სამი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დამატებითი კომუნიკაცია და რიგ საკითხებზე შეთანხმება მიმდინარეობდა საბჭოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით და ასევე, მსოფლიოსა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დამატებით ონლაინ რეჟიმში.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმის ეფექტიანად მომზადებისთვის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფი დაიყო თემატურ ქვესამუშაო ჯგუფებად, რამაც უზრუნველყო მიმდინარე და გასული წლების სიტუაციის დეტალური ანალიზის ჩატარება.
დასახული მიზნების კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით: „2030 წლის დღის წესრიგი“ 2015 წელს განისაზღვრა 2030 წლამდე შესასრულებელი მიზნები. საქართველო გაეროს სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურ საქმიანობას ახორციელებს დღის წესრიგის მიზნების მისაღწევად, რომელიც აერთიანებს მდგრადი განვითარების 17 მიზანსა და 169 ამოცანას.

მდგრადი განვითარების მიზნები და მისი შესაბამისი ამოცანები, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას, გენდერულ თანასწორობას, მშვიდობას, მართლმსაჯულებასა და ძლიერ ინსტიტუტებს, ქალაქებისა და დასახლებების მდგრად განვითარებას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და სხვა. 2030 წლის დღის წესრიგი ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად ერთვება და რომლის მთავარი მიზანია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაციონალიზებული აქვს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი, 99 ამოცანა და 200-ზე მეტი ინდიკატორი. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ქვეყნის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) რიგით მეორე ანგარიში წარდგენილია მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLFP).
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, მდგრადი განვითარების მიზნებს შორის აღსანიშნავია 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი - „მშვიდობა, მართლმსაჯულება და ძლიერი ინსტიტუტები“.
ამდენად, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკა, უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუტები ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად, პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მოცემული მიზნის უმთავრესი ამოცანების შესრულებასთან.
არსებული სიტუაციის ანალიზი - ზოგადი მიმოხილვა
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესი მრავალკომპონენტიან და ხანგრძლივ ეტაპებს მოიცავს. კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით განხორციელების პარალელურად, ამ ტიპის დანაშაულის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ კონკრეტული მიმართულებით გამოწვევები ისევ შენარჩუნდეს. ზოგადად დანაშაულთან და კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა მუდმივი პროცესია, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, სადაც, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურები, ასევე დამნაშავეთა სამყარო ავითარებს შესაძლებლობებს.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების სტრატეგია ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ განსაზღვრული ამოცანების მიღწევაზე, არამედ ამოცანებისა და მათ თემატურ ჩარჩოებში მოქცეული ღონისძიებების შესრულების ერთობლიობაზე, რაც მიემართებოდა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გამოვლენილი კონკრეტული პრობლემების გადაჭრისაკენ და სამომავლოდ, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა დახმარებოდა ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამკლავებაში. აღნიშნული სტრატეგია სამ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავდა, როგორიცაა: „ქურდული სამყაროს“, კიბერდანაშაულის, ნარკოტრანზიტისა და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა.
ქვეყანაში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა: „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა,“ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა,“ „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“ ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება“.
ასევე, 2019 წელს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც დაზუსტდა კონტროლირებადი მიწოდებისა და ნივთიერი მტკიცებულების ცნებები, ასევე, ცვლილებები შეეხო საკონტროლო შესყიდვის ცნებას, რომლის განხორციელებაც დასაშვები გახდა ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგი) და არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) გამოვლენის მიზნით.
„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უკვე გამოიღო დადებითი შედეგი, როგორც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით, ასევე საზოგადოებაში „ქურდულ მენტალიტეტთან“ ბრძოლის მიმართულებით.
ამასთანავე, პენიტენციურ დაწესებულებებში ორგანიზებული დანაშაულისა და ზოგადად, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაგრძელდა სისტემაში ეფექტიანი ბრძოლა, დაიგეგმა სარეაბილიტაციო-რესოციალიზაციის არაერთი პროგრამა, პროფესიული გადამზადების კურსი და მხარდამჭერი ტრენინგები, დასაქმდნენ მსჯავრდებულები, გაგრძელდა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი და ინფრასტრუქტურული განვითარების ეტაპები.
სტრატეგიის პროექტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ნარკოტრანზიტის, კიბერდანაშაულისა და კიბერ მეთოდებით ჩადენილი დანაშაულის კვეთაც, რადგან კიბერ სივრცე იდეალურ გარემოს ქმნის ასეთი ტიპის ორგანიზებული დანაშაულის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩატარებული მრავალი აქტივობის მიუხედავად, აუცილებელია გაგრძელდეს სამართალდამცავი სტრუქტურების ადამიანური და ტექნიკური რესურსების განვითარება, მუდმივად ცვალებად საფრთხესთან გამკლავების მიზნით.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების სტრატეგიის შესაბამისი 2017-2018 წლებისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმების ფარგლებში, დასახული ამოცანების შესრულების მიმართულებით, ძირითად ნაწილში, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი პროგრესი, ასევე ნაწილობრივი პროგრესი რიგ მიმართულებებზე. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე მომზადდა 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი
საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით სტრატეგიული მოდელი შემუშავებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და მათი გამოცდილების გაზიარებით, შესწავლილ იქნა ევროკავშირის მიდგომები, ასევე ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა, ხოლო კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მომზადდა საერთაშორისო საკანონმდებლო ანალიზი.
ევროკავშირის პოლიტიკური ციკლი და ქვეყნების გამოცდილება
ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების საქმიანობა ეფუძნება მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულის საფრთხეების შეფასების (SOCTA) მეთოდოლოგიას და პოლიტიკის ციკლი შემდეგნაირად გამოიხატება:

*OAPs – ოპერაციული სამოქმედო გეგმები
**MASP – რამდენიმეწლიანი სამოქმედო სტრატეგიები
SOCTA მეთოდოლოგია, თავის მხრივ, ეფუძნება კონცეპტუალურ და საფრთხეების რისკის მოდელებს:
SOCTA მეთოდოლოგიის საფრთხეების რისკის მოდელის ციკლი

*SOC არეალები– მძიმე და ორგანიზებული დანაშაულების არეალები
**OCGs – ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები
SOCTA მეთოდოლოგიის კონცეპტუალური მოდელი

2018 წლის ლიეტუვის ყოველწლიურ სტრატეგიულ მიმოხილვაში8 გაანალიზებულია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია და იმ დროისათვის არსებული ინსტრუმენტები. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიები სწორედ ზემოთ განხილულ “SOCTA” მეთოდოლოგიებსა და პოლიტიკის ციკლს ეყრდნობა.
ორგანიზებულ და მძიმე დანაშაულთან ბრძოლის ესპანეთის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგიული ხედვით კი, ქვეყანა ებრძვის როგორც ეროვნული მასშტაბით არსებულ ორგანიზებულ დანაშაულებს, ისე ტრანსნაციონალურ დანაშაულებს. სტრატეგიაში გამოყოფილია ის მიზნები, რომელთა მიღწევითაც უნდა გაუმჯობესდეს ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოება. სტრატეგია ეფუძნება ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტით მოცულ პრინციპებს:
ერთიანი მოქმედება/კომპლექსური მიდგომა;
პრევენცია;
ეფექტიანობა;
მდგრადობა.
სტრატეგიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პროაქტიური და შედეგზე ორიენტირებული ზომების განვითარება, სტრატეგიული და ოპერაციული ანალიზის სფეროში. აგრეთვე მიზნად ისახავს, რომ დაგროვდეს ცოდნა და მიღწეულ იქნეს სინერგია, რომელიც უზრუნველყოფს საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ორგანიზებული და მძიმე დანაშაულების ეფექტიან პრევენციას.
ესპანეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია ეფუძნება 2017 წლის ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, სადაც ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ ის წარმოადგენს ტრანსნაციონალურ, დინამიურ და არაპროგნოზირებად საფრთხეს. ორგანიზებული დანაშაული იდენტიფიცირებულია, როგორც ეროვნული კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი საფრთხე.
ორგანიზებული დანაშაული მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ასევე დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. იგი მიჩნეულია უმაღლეს პრიორიტეტად პირველი რიგის საფრთხეების შემდეგ, როგორებიცაა: ტერორიზმი და კიბერ სივრცეზე შეტევა. ორგანიზებული დანაშაული სწრაფად ვითარდება, რადგან კრიმინალური ქსელები ახდენენ ახალი მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირებას და ადაპტირდებიან სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებთან. მზარდია მისი გავლენა მოქალაქეებზეც. ორგანიზებული დანაშაული გავლენას ახდენს ყველა სეგმენტზე - ფიზიკურ პირებზე, ბიზნესზე, საზოგადოებრივ სერვისებსა თუ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე. ამასთან, უკვე დამკვიდრებულ დანაშაულებრივ პრაქტიკებთან ერთად, დამნაშავეები მარტივად და სწრაფად ადაპტირდებიან თანამედროვე ტექნოლოგიებთან და უფრო და უფრო ცდილობენ ონლაინ სივრცეში დამალვას. ორგანიზებულ დანაშაულთაგან, დიდი ბრიტანეთი, ყველაზე დიდ გამოწვევად კიბერდანაშაულს, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და თაღლითობას ასახელებს. დღევანდელ რეალობაში, ამ რისკებს ზრდის COVID-19-ს ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც. საფრთხე იცვლება და იზრდება, რის საპასუხოდაც სამართალდამცავი უწყებების მიერ მუდმივად ხორციელდება პრობლემის მოგვარების მეთოდებისა და მიდგომების ადაპტაცია და მოდერნიზაცია.
დიდი ბრიტანეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია იყენებს 4 “P” სტანდარტის მიდგომას, რომელიც ემყარება გაერთიანებული სამეფოს ანტიტერორისტულ სტრატეგიას და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
პრევენცია (Prevent) - მოქალაქეების ორგანიზებულ დანაშაულში ჩართვის პრევენცია;
დევნა (Pursue) - ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირების სამართლებრივი დევნა და აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფების განადგურება;
დაცვა (Protect) - პირების, ორგანიზაციების, თემების დაცვა ორგანიზებული დანაშაულისაგან;
მომზადება (Prepare) - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მომზადება და მისი გავლენის შესუსტება.
დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ მთავრობის რეაგირების ცენტრს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნული შესაძლოა გამოიხატოს დამნაშავის დაპატიმრებაში, აქტივების ჩამორთმევაში ან პირისთვის დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვაში.
სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ სამ სხვადასხვა დონეზე:
ლოკალურ დონეზე - ახდენენ ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრას სამოქმედო ტერიტორიაზე;
რეგიონალურ დონეზე - ორგანიზებული დანაშაულის რეგიონალური დანაყოფები (ROCUs) იყენებენ სპეციალისტების შესაძლებლობებს კომპლექსური ან ტრანსსასაზღვრო დანაშაულების აღმოსაფხვრელად;
ნაციონალურ დონეზე - დანაშაულის ეროვნული სააგენტოს (NCA) მიერ კომპლექსური, მაღალ-პრიორიტეტული ან საერთაშორისო დონის დანაშაულების აღმოფხვრა. ნაციონალური უწყებები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთის საგადასახადო და საბაჟო ორგანო (HM Revenue and Customs), უზრუნველყოფენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობას.
კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო პრაქტიკა
კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით რიგი ქვეყნების კანონმდებლობაში მიდგომები შემდეგნაირად განვითარდა:
პირველი მიდგომით, სისხლის სამართლის კოდექსში კიბერდანაშაულის შესახებ ცალკე მუხლი არ არსებობს და კომპიუტერული საშუალებებით ჩადენილი დანაშაულები ინტეგრირებულია რელევანტური ტრადიციული დანაშაულების შესახებ მუხლებში. სისხლის სამართლის კოდექსის მსგავს მოდელს ვხვდებით შემდეგ სახელმწიფოებში: ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, ესპანეთი;
მეორე მიდგომით, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ცალკე თავი კიბერდანაშაულის შესახებ, რომელიც კიბერსივრცეში ჩადენილ და ტრადიციულ დანაშაულს ერთმანეთისგან განასხვავებს. სსკ-ის მსგავს მოდელს ვხვდებით შემდეგ სახელმწიფოებში: ლიეტუვა, აშშ, ავსტრალია;
მესამე მიდგომით, სსკ-ში ცალკე თავად გამოყოფილია კიბერდანაშაულის კატეგორია, თუმცა ამასთანავე, გარკვეული მუხლები, რაც კიბერდანაშაულს ეხება, ინტეგრირებულია ტრადიციული დანაშაულის კატეგორიაშიც. აღნიშნული შერეული მოდელი გვხვდება შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა;
ამასთან, ქვეყნების მიხედვით განსხვავდება კიბერდანაშაულის სამართლებრივი საფუძვლებიც, ხოლო კომპიუტერული დანაშაულისთვის სასჯელი საშუალოდ 3-დან 6 წლამდე მერყეობს. სახელმწიფოთა გარკვეულ ნაწილში კიბერდანაშაული მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, ესპანეთი), ხოლო ქვეყნების ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, დამატებით რეგულაციებს იყენებს. მაგ, ასეთ სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: 1986 წლის „კომპიუტერული თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების შესახებ აქტი“ აშშ-ში, 2015 წლის „ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების შესახებ აქტი“ გერმანიაში, 1995 წლის „კომპიუტერების შესახებ კანონი“ ისრაელში, 2001 წლის „კიბერდანაშაულის შესახებ აქტი“ ავსტრალიაში და ა.შ.
SWOT ანალიზი
|
|
|---|---|
|
|
სტრატეგიული ხედვა და მიზნები
სახელმწიფოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის მიზანია, მისი წარმოშობა-განვითარების, ხელშემწყობი ფაქტორების, მისი თავისებურებების დადგენა და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავება, 2024 წლისთვის საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად ეფექტიანი უწყებათაშორისი თანამშრომლობით გაძლიერებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირება, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ამაღლებულ სტანდარტს, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის შექმნას და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას.
მოცემული ხედვის წარმატებით განსახორციელებლად, განისაზღვრა შემდეგი მიზნები:
„კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების (მათ მხარდამჭერთა) წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება;
კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება;
ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა.
ზემოაღნიშნული პოლიტიკის წარმატებით განხორციელების შედეგი იქნება დანაშაულის პრევენცია და მასზე ეფექტიანი რეაგირება, საერთაშორისო ოპერატიულ და არაოპერატიულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება და საზოგადოებასთან მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
შესაბამისად, საბჭოს მიდგომით, 2024 წლისთვის, უწყებათაშორისი ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად/საფუძველზე, გაძლიერდება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.
უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩარჩო
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო, ეფექტიან, თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ უწყებათაშორის კოორდინაციას. სწორედ ამ მიზნით, სტრატეგიის წარმატებით განსახორციელებლად აქტიურად იმუშავებს უწყებათაშორისი საბჭო და მისი მხარდამჭერი სამდივნო.
როგორც სტრატეგიის შესავალში აღნიშნულია, მთავრობის დადგენილებით შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომლის ძირითად მოვალეობასაც წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი შესრულების მუდმივი მონიტორინგი.
ამასთან, საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგიული მიდგომის შესამუშავებლად მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, უწყებათაშორისი კოორდინაციის ფარგლებში, განსაზღვროს მიზანშეწონილობა არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი მეცნიერებისა და ექსპერტების მონაწილეობის, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის შესწავლისა და დამუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი/ჯგუფები.
შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (თავმჯდომარე);
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ასევე, საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.9
საკოორდინაციო საბჭო ორგანიზებას უწევს უწყებათაშორისი და შიდაუწყებრივი დონის შეხვედრებსა და კონფერენციებს. ამგვარი ეფექტიანი და თანმიმდევრული თანამშრომლობა ეფუძნება კარგი მმართველობის, ანგარიშგების, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
მიზანი 1. „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების (მათ მხარდამჭერთა) წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება
1.1. არსებული სიტუაციის ანალიზი
საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, კრიმინალური მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ მიმართ დადებითი განწყობები დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. პრობლემად რჩება კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მიმართვა. ამდენად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს მიერ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მუდმივი შეხსენება, რომ დასჯადია როგორც „ქურდული სამყაროს“ წევრობა, ასევე „ქურდულის სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მუდმივად მიეწოდოს ინფორმაცია, სამართალდამცავ უწყებებს მიმართონ პრობლემის სამართლებრივი გზებით მოსაგვარებლად.
„ქურდული სამყაროს“ დანაშაულებრივი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს ისიც, რომ ამგვარი დანაშაულის განხორციელება რომელიმე კონკრეტული სამართალდარღვევის მასშტაბით კი არ შემოიფარგლება, არამედ, ზოგადად საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ფასეულობებს. „ქურდული სამყარო“ თავისი წესებით უგულებელყოფს სახელმწიფოს სამართლებრივ საფუძვლებს და აუცილებელია მისი ადრეულ ეტაპზე აღკვეთა.
საქართველოს სამართალდამცავი უწყებების პროაქტიური და ეფექტიანი საქმიანობის შედეგად „კანონიერი ქურდების“ აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მიუხედავად ამისა, რიგი გამოწვევები ჯერ კიდევ სახეზეა.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების წარმართვის და მტკიცებულებების მოპოვების კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას კვლავ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მცირე ვადები წარმოადგენს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთვის საკმარისი არ არის.
აღსანიშნავია, პოლიციის აქტიური თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კრიმინალური აზროვნების შესუსტების მიზნით. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, „Discovery“-ის ლიცენზიით, 2019 წელს მომზადებული დოკუმენტური სერიალი „პოლიციის ფაილები“, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ასევე, უნდა ითქვას, რომ გასული წლების მანძილზე, ქვეყანამ აირჩია ანალიზზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარების მიმართულება, რისთვისაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები აქტიურად თანამშრომლობენ სხვა ქვეყნებთან, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარების მიზნით. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, როგორც ოპერატიული, ისე ინსტიტუციური და საერთაშორისო საპოლიციო მიმართულების გაძლიერების გზით.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხარისხის გაუმჯობესების, მტკიცებულებების მოპოვების და შემდგომ მათი სასამართლოში გამოყენების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დარგის განვითარება ISO სტანდარტის შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და კადრების გადამზადება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მიმართულებით ადამიანური რესურსების გადამზადება. ასევე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მიმართულების ტექნიკური საშუალებების განვითარება.
მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებია ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: კიბერდანაშაულის გამოძიების ზოგადი საკითხები, ღია წყაროების გამოყენება კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებში, პროგრამული უზრუნველყოფა, ბავშვთა პორნოგრაფიის გამოძიება და მრავალი სხვა. ამასთან, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში 2020 წლის მაისში შეიქმნა საქმის წარმოებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა ბრუნვის სამმართველო, სადაც ინერგება გამოსაკვლევი ობიექტის, ნივთიერი მტკიცებულების ბრუნვის თანამედროვე სტანდარტები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
ორგანიზებული დანაშაულის გავლენის შემცირება, პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საკითხის სიღრმისეულად შესწავლისას გამოიკვეთა, პრობლემის ეფექტიანი გადაჭრის შემდეგი ძირითადი ასპექტები:
სასჯელის მიზნების მისაღწევად მიზანშეწონილია პატიმრის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი გამოყენებული იქნეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მხრიდან საზოგადოების მიმართ არსებული საფრთხის შემცირებით, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადებით. მსჯავრდებულისგან მომავალი საფრთხეების ეტაპობრივად შემცირებისა და კრიმინალური სუბკულტურის შესუსტების მიზნით საჭიროა კრიმინოგენური ფაქტორების გამოკვეთა, შედეგად კი მსჯავრდებულის მიზნობრივ და კონსტრუქციულ აქტივობებში ჩართვა.
ამდენად, პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა: მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროებების შეფასებასა და საშიშროების რისკის განსაზღვრის საკითხს, მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით შესაბამისი ტიპისა და რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებას, რისკისა და საჭიროებების, ასევე მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასებას და მასზე დაყრდნობით ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. ამ მიმართულებით დაინერგა და ვითარდება შემთხვევის მართვა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური მექანიზმები, ფსიქო-სოციალური ინტერვენციები, განათლების ხელმისაწვდომობის და პროფესიული მომზადების კურსები, სპორტული აქტივობები, დასაქმების პროგრამები და სხვა აქტივობები, რომლებიც 2021-2024 წლების სტრატეგიის შესაბამის სამოქმედო გეგმაში შედეგზე ორიენტირებულ ღონისძიებებად გაიწერება.
2019 წლის ზაფხულში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა პენიტენციურ დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულის და ორგანიზებული დანაშაულის ზეგავლენის შემცირების კონცეფცია, რომელიც ემყარება საუკეთესო პრაქტიკასა და საერთაშორისო რეკომენდაციებს. ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები და მიმდინარეობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება. მაგ: რუსთავში დასრულდა პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობის მოსამზადებელი საქმიანობა.
1.2. ამოცანები
1.1. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გამოძიების ეფექტიანობის ხარისხის გაზრდა;
1.2. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ხელშესაწყობად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
1.3. „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების მიერ უკანონოდ მიღებული ეკონომიკური სარგებლის ზომის შემცირება;
1.4. პენიტენციურ დაწესებულებებში „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების გავლენის შემცირება.
1.3. ბენეფიციარები
ბიზნესსექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზოგადოების ფართო წრეები, არასრულწლოვნები, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები და პრობაციონერები.
მიზანი 2. კიბერდანაშაული და კიბერმეთოდებით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
2.1. არსებული სიტუაციის ანალიზი
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება კიბერსაფრთხეები და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებები. ტრადიციული დანაშაულისგან განსხვავებით, კიბერდანაშაულს აქვს გლობალური ხასიათი. ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ბიზნესის წარმოება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადა. ტექნოლოგიებზე მზარდ დამოკიდებულებასთან ერთად კი გაიზარდა კიბერდანაშაულის საფრთხე, რომელიც როგორც ცალკეული დამნაშავეებისგან, ასევე, ორგანიზებული ჯგუფებისგან მომდინარეობს.
კიბერდანაშაულისა და კიბერმეთოდებით ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში შექმნილია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომლის მთავარ ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირთა მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა გატარება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება/განხორციელება და კიბერდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის გაღრმავება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
უნდა აღინიშნოს, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველო სწორ და დროულ ნაბიჯებს დგამს. პარტნიორების და უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების გადამზადება და ცოდნის გაზიარება. ამასთანავე, 2020 წელს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილების შედეგად, შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს გამომძიებლებმა და ოპერატიულმა მუშაკებმა გადამზადება გაიარეს სსიპ - შსს აკადემიაში შემუშავებული სპეციალური კურსით, რომელიც მოიცავდა კიბერდანაშაულის გამოძიების, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება - დამუშავებისა და კიბერუსაფრთხოების თემებს.
კიბერდანაშაულის საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, უმეტესად, კომპიუტერული სისტემებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთანაა დაკავშირებული,10 რაც დიდ რესურსს მოითხოვს და პროცესი დროში გაჭიანურებულია. შესაბამისად, დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიებისთვის, მიზანშეწონილია, დაზარალებულის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდეს მისი თანხმობის საფუძველზეც და არ საჭიროებდეს სასამართლოს განჩინებას.
2018-2021 წლისთვის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების შეფასების დოკუმენტით (SOCTA), ევროპოლის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა განსაზღვრული. კიბერდანაშაულის მასივის, ზრდის ტენდენციის და გახსნის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სასურველია, ტერიტორიულ დანაყოფებში, სპეციალიზებული მიმართულებით გადამზადდნენ გამომძიებლები, რომლებიც კიბერდანაშაულის გამოძიებაზე იქნებიან ორიენტირებულნი.
აღსანიშნავია, რომ კიბერდანაშაულის გავრცელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, აზარტული თამაშების ონლაინანგარიშების დაცვის არასაკმარისი მექანიზმები და არავერიფიცირებული ანგარიშების არსებობაა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება და კიბერდამნაშავეებისთვის მოწყვლადი არეალის მაქსიმალურად შეზღუდვა.
საზოგადოების ინფორმირებულობის კრიტიკულად დაბალი დონე, ცალსახად დანაშაულის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. შესაბამისად, დანაშაულის ეფექტიანი პრევენციისთვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიების წარმოება აუცილებელია.
თანამედროვე ტექნოლოგიების მუდმივი წინსვლის გათვალისწინებით, ვითარდება დანაშაულის მეთოდები და ფორმები, რაც ზრდის კიბერ საფრთხეებსა და კიბერდანაშაულს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კიბერდანაშაულთან ბრძოლას და შესაბამისად, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან ზომებს ატარებს სამინისტრო.
სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ, გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, შემუშავდა ტრენინგ მოდული კიბერძალადობაზე და აღნიშნული გადამზადება გაიარეს მანდატურებმა, საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა.
აღსანიშნავია, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ევროკავშირის მასშტაბით, კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობს ევროპოლის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან (EC3/European Cybercrime Centre).
ვინაიდან საქართველო „კიბერდანაშაულის შესახებ“ ბუდაპეშტის კონვენციის (შემდგომში - კონვენცია) ხელმომწერი ქვეყანაა, აუცილებელია, სწორად განიმარტოს და შესაბამისად ინტეგრირდეს ეროვნულ კანონმდებლობაში კონვენციით განმარტებული ნორმები.
კონვენცია მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს, ქალაქ ბუდაპეშტში. იგი გახდა პირველი, მრავალმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც არეგულირებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. კონვენციით სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, მოახდინონ ცალკეული ქმედებების კრიმინალიზაცია. გარდა ამისა, ბუდაპეშტის კონვენციის ხელმოწერის/მიერთების შემდეგ, ქვეყნებისთვის სავალდებულო გახდა ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაცია.
კიბერუსაფრთხოების დაცვის მიზნით კონვენციამ, მონაწილე სახელმწიფოებს დააკისრა სამი ტიპის ვალდებულება, რომელთაგან ერთ-ერთია იმგვარი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც მოახდენს კომპიუტერულ სისტემასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაციას. მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ბუდაპეშტის კონვენციამ ნაწილობრივი ასახვა ჰპოვა შიდა კანონმდებლობაში, თუმცა, კონვენცია ითვალისწინებს კიბერდანაშაულთა ოთხ ფართო კატეგორიას, ესენია:
კომპიუტერულ მონაცემთა და სისტემათა კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები;
კომპიუტერთან დაკავშირებული დანაშაულები (მაგ. კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობები და ინფორმაციის გაყალბება);
შინაარსთან დაკავშირებული დანაშაულები (ბავშვთა პორნოგრაფია);
საავტორო უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, კონვენციის მუხლები დაყოფილია ამ სამი ძირითადი ვალდებულების მიხედვით:
|
|
|
|---|---|---|
|
|
|
უახლესი საერთაშორისო რეგულაციების ასახვისა და კონვენციასთან შიდა კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, 2010 წელს ცვლილებები განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავში. კერძოდ, შეიცვალა, როგორც კიბერდანაშაულის დეფინიცია და ტერმინოლოგია, ისე დანაშაულთა შემადგენლობა. 2010 წლამდე საქართველოს კანონმდებლობა იცნობდა კომპიუტერული დანაშაულის ცნებას, რაც მოიცავდა მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლას, ასევე კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (შემდგომ - ეგმ), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ან/და ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, 2012 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №450 ბრძანებულებით დამტკიცდა „კიბერდანაშაულის შესახებ“ 2001 წლის კონვენცია, რითაც საქართველომ აიღო კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება.
მიუხედავად დასახელებული ცვლილებებისა, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულად არ ასახავს ბუდაპეშტის კონვეციით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებებს. ამასთან, პრაქტიკაში იკვეთება კიბერდანაშაულთა გამოძიებისა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ხარვეზები. შესაბამისად, ერთი მხრივ, კონვენციით გათვალისწინებული მიმართულებების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში სათანადოდ ასახვისა და, მეორე მხრივ, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია არსებული კანონმდებლობის დახვეწა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.
კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გამოკვეთილია შემდეგი პრობლემები:
მთელ მსოფლიოში, ტექნოლოგიური ინოვაციების კვალდაკვალ, კიბერდანაშაულის სწრაფი ზრდა ფიქსირდება. აღნიშნულ ტენდენციას ხელს უწყობს ასევე კიბერდამნაშავის გამოვლენასთან დაკავშირებული სირთულეები და ის ფაქტი, რომ კიბერდანაშაულის არაძალადობრივი ხასიათიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი შედარებით მსუბუქია.
კიბერდამნაშავეების ქმედებებზე რეაგირება პოლიციის უშუალო პასუხისმგებლობაა, თუმცა, კიბერდანაშაულის კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, მასზე ეფექტიანი რეაგირება რამდენიმე სიღრმისეულ პრობლემასთანაა დაკავშირებული:
კიბერდამნაშავეები საკუთარ საქმიანობას მსხვერპლთან ანონიმური ინტერაქციის მეშვეობით წარმართავენ. შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება, დაკავება და დასჯა რთულია;
დამნაშავის იდენტიფიცირების შემთხვევაში, გეოგრაფიული შეუზღუდავობის გათვალისწინებით, ხშირად დამრღვევი პოლიციის ფაქტობრივი იურისდიქციის მიღმა რჩება;
კიბერდანაშაულის ასინქრონული ბუნების გამო, შესაძლებელია, მსხვერპლმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არც იცოდეს განხორციელებული დანაშაულის შესახებ, რაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა;
უმეტეს პოლიციელთა კომპეტენცია, როგორც წესი, ციფრულ სამხილებთან სამუშაოდ არასაკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებში არსებობს მომზადებული დანაყოფები, მათი გამოყენება მხოლოდ „მაღალი პროფილის“ საქმეებზე ხდება. ამ მიზეზიდან გამომდინარეობს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე სახის კიბერდანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ, არ აქვთ იმედი, რომ პოლიცია საქმეს წარმატებით გამოიძიებს. შესაბამისად, მიმართვიანობა დაბალია.
მსოფლიოს გამოცდილება ცხადყოფს, რომ კრიმინალური თანამშრომლობა ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფებსა და კიბერდამნაშავეებს შორის სულ უფრო ხშირდება. ასევე, მრავლად არის მაგალითები, როდესაც ტერორისტული დაჯგუფებები კიბერდამნაშავეთაგან სხვადასხვა ინფორმაციას ყიდულობენ და მათი გამოყენებით, სუვერენულ სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნიან. ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოში შეუქცევადია ტექნოლოგიური პროგრესი, იზრდება საშიშროება, რომ კიბერსივრცის გამოყენებით ჩადენილ იქნეს უპრეცედენტო მასშტაბის დანაშაულები. ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად, აუცილებელია, დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა, რათა სამართლებრივად შესაძლებელი გახდეს კიბერსივრცეში ჩადენილ ქმედებებზე ეფექტიანი რეაგირება. სხვაგვარად, შესაძლოა, კიბერდანაშაული სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს. ამასთან, აუცილებელია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება და თანამშრომლების პროფესიული დონის ამაღლება.
კიბერდანაშაულთან ბრძოლის საუკეთესო მექანიზმია სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან კიბერდანაშაულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩადენილია სწორედ ამ დანაშაულის მსხვერპლის მოტყუებით. მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი კიბერდანაშაულისგან, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების, მათი იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება სახელმწიფოსთვის კვლავაც გამოწვევად რჩება.
2.2. ამოცანები:
2.1. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კიბერდანაშაულისა და მისი ფორმების შესახებ;
2.2. შესაბამისი დანაყოფების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა;
2.3. შესაბამისი დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა;
2.4. კიბერსივრცეში პროაქტიური ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გაუმჯობესება;
2.5. კიბერდანაშაულებთან და ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით კვლევისა და ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება;
2.6. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა;
2.7. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
2.8. უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება;
2.9. საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.
2.3. ბენეფიციარები
სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესსექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
მიზანი 3. ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა
3.1. არსებული სიტუაციის ანალიზი
ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა განსაკუთრებულ ზიანს აყენებს საზოგადოების განვითარებას და საჭიროებს კომპლექსურ და თანმიმდევრულ მიდგომას. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია მიმართულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის პრობლემის მართვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებისკენ.
საქართველო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში, ფიქსირდება ტვირთბრუნვის ზრდა საქართველოს გავლით, რაც ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენ პირთათვის, რომ გამოიყენონ საქართველოს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ტრანზიტის მიზნით.
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში ფუნქციონირებს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება, რომლის მთავარ ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტების გამოვლენა, რისკების შეფასება და ანალიზი.11
ასევე ფუნქციონირებს კონტეინერების კონტროლის ჯგუფი, რომელიც რამდენიმე უწყების გაერთიანებას წარმოადგენს და მათ კომპეტენციას განეკუთვნება, როგორც ნარკოტიკების კონტროლი, ასევე უკანონო საქონლის, იარაღის ბრუნვის კონტროლი და სხვა. აღნიშნული ჯგუფის ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მუშაობენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკება სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და გაეროს მხარდაჭერით, 2018 წელს შეიქმნა პლატფორმა ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის ქვეყნების რეგიონების საბაჟო და რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტვირთების შესახებ ინფორმაცია, სარკინიგზო გადატანის დროს, წინასწარ არ არსებობს, შესაბამისად რთულია მისი კონტროლი.
საქართველომ ნარკომანიასთან ბრძოლის დაბალანსებული პოლიტიკა აირჩია. თითოეული ინიციატივა თანმიმდევრული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც დაგეგმილი, განხორციელებული და დაფუძნებულია ანალიტიკურ კვლევებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომებზე. სამინისტრო მუდმივად აძლიერებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსავლენად.
ამასთან, შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქო-აქტიური ნივთიერებების გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი ახალი სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც ფოკუსირებულია ინტერნეტით ნარკოტიკების გამსაღებელი ჯგუფების გამოვლენასა და დაკავებაზე. დეპარტამენტი ორიენტირებულია, განავითაროს ოპერატიული, საგამოძიებო და ანალიტიკური მიმართულება. ასევე აღსანიშნავია, რომ მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
ევროკავშირში ყველაზე დიდ კრიმინალურ ბაზრად უკანონო ნარკოტიკების ბაზარი გვევლინება. „SOCTA EU 2017“-ის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში მოქმედი კრიმინალური ჯგუფების მესამედზე მეტი ჩართულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკების წარმოებაში და გასაღებაში. ნარკოტიკების საცალო ბაზრის მოცულობა წელიწადში 24 მილიარდ ევროს შეადგენს.
ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველო გააგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების/მემორანდუმების დადებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან მათ შესაბამის ინსტიტუციებთან შეხვედრებსა თუ ფორმატებში მონაწილეობას, ნარკომანიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ პარტნიორი ქვეყნებისათვის/საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის გაზიარებას.
3.2. ამოცანები:
3.1. ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის პრევენციული მექანიზმის გაძლიერება/ცნობიერების ამაღლება;
3.2. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების არალეგალური ბრუნვის შემცირება;
3.3. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
3.3 ბენეფიციარები
სამოქალაქო საზოგადოება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი უწყებები.
პოლიტიკის განხორციელება
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის №561 დადგენილებით დამტკიცებულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება მაკოორდინირებელი, პასუხისმგებელი უწყებებისა და დაინტერესებული მხარეებისაგან. ის ქმნის უწყებათაშორისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების სივრცეს სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების რეგულარული მონიტორინგისა და ანგარიშგებისათვის.
საბჭო შედგება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან ან მათი მოადგილეებისგან, უფლებამოსილია მოიწონოს პოლიტიკის დოკუმენტები და წარუდგინოს მთავრობას დასამტკიცებლად, მოისმინოს, მოიწონოს და მთავრობას წარუდგინოს მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშები. ასევე, მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური მითითებების შემუშავებაში. საბჭო როგორც წესი, იკრიბება სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.
სტრატეგიის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო 2021-2022 წლებისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების გზით.
სტრატეგიის ძირითადი განმახორციელებელი უწყებებია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და მოწვეული უწყებები. სტრატეგიის განხორციელება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით.
პოლიტიკის სხვა დოკუმენტების მსგავსად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგია განახლებადი დოკუმენტია და მისი იმპლემენტაციის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.
ტექნიკური დონე - სამდივნო
საბჭოს წარმატებით მუშაობისა და მისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 8 ივლისის №1/266 ბრძანებით, საბჭოს სამდივნოდ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი. სამდივნო კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.
სამდივნოს მთავარი ამოცანებია: საკოორდინაციო მექანიზმის ორგანიზება, განხორციელების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად შეგროვება წევრი უწყებებიდან, მოთხოვნილი რეგულარული ანგარიშების მომზადება და წარდგენა განსახილველად თუ დასამტკიცებლად, კავშირი დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორებთან, მათი ინფორმირებისა და მონაწილეობის ხელშესაწყობად. ასევე, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ანგარიშების დამტკიცების შემდეგ მათი გამოქვეყნება სამთავრობო ვებგვერდზე, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესში რეგულარული მეთოდოლოგიური დახმარება სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებებისთვის, სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმის შეფასების ორგანიზება და მომდევნო სტრატეგიისა თუ სამოქმედო გეგმის მომზადებისათვის ხელშეწყობა.
სამუშაო ჯგუფები შედგება შესაბამისი უწყებების წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისგან და მათ ძირითად ფუნქციაში შედის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების დადგენა, ზოგადი პროგრესის მონიტორინგი. ასევე, განმახორციელებელ დაწესებულებათა მიერ გასატარებელი გამოსასწორებელი ზომების შეთავაზება საბჭოსთვის, პასუხისმგებელ უწყებებს შორის განხორციელებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების გადაჭრა, საზოგადოების ინფორმირებისათვის გამიზნული პროგრეს და წლიური ანგარიშების წარდგენა საბჭოსთვის და საბჭოს გამართული ფუნქციონირება. სამუშაო ჯგუფი, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
საბჭოს გადაწყვეტილებითვე შექმნილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მიზანია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერა საქართველოში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შესაბამისი სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის მომზადება და შესრულების კოორდინაცია, საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე მზარდ დამოკიდებულებასთან ერთად კიბერდანაშაულის გაზრდილი საფრთხის იდენტიფიცირება და შესაბამისი უწყებების შესაძლებლობის განვითარება აღნიშნული მიმართულებით. სამუშაო ჯგუფი, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ.
მონიტორინგი და შეფასება
მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება პოლიტიკის პროცესის განუყოფელი ნაწილია. სამდივნო სტრატეგიის მონიტორინგისათვის საბჭოს წევრი უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვის გზით ამზადებს კვარტალურ სტატუს-ანგარიშებს, წელიწადში ორჯერ პროგრესის ანგარიშებს და წლის ბოლოს - საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელით, თავის მხრივ სტატუს-ანგარიშებს ეყრდნობა. წლიურ ანგარიშში, დანართის სახით, სამდივნო წარმოადგენს სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსანგარიშის კონსოლიდირებული ვერსიას. წლიურ ანგარიშში მიღწეულ შედეგებზე ინფორმაციის ასახვა ხდება არა მხოლოდ აქტივობებთან, არამედ ამოცანებთან დაკავშირებით.
საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებასა და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას.
მონიტორინგის ანგარიშების მომზადების ვადები სტრატეგიის განხორციელების სრული პერიოდისათვის დაყოფილია შემდეგნაირად:
| მონიტორინგი | იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სტატუსანგარიში | ||||||||||||
| პროგრესანგარიში | ||||||||||||
წლიური ანგარიში |
მონიტორინგის ანგარიშების მომზადების პარალელურად აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესი მნიშვნელოვან ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. შესაბამისად, მისი სწორი და დროული დაგეგმვა უმნიშვნელოვანესი ეტაპია პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის. საბოლოო შეფასების ანგარიში სტრატეგიის მოქმედების ციკლის დასრულების შესაბამისად შემუშავდება. შეფასების ერთ-ერთი მიზანია შემდგომი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისა და განხორციელებისათვის ინფორმაციის უზრუნველყოფა. ამდენად, მისი ჩატარების დრო უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკის დაგეგმვის ციკლის მოთხოვნებს. ასევე, ანგარიშის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს შედეგებისა და რეკომენდაციების გამოყენება შემდგომი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისას.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და მისი 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა შეფასდება ხუთი ძირითადი კრიტერიუმით, რომელიც დაფუძნებულია OECD/DAC მიდგომებზე:
შესაბამისობა - რამდენად შეესაბამება მიზნები და ამოცანები ბენეფიციარებისა თუ ქვეყნის საჭიროებებს, გლობალურ პრიორიტეტებსა და პარტნიორთა და დონორთა პოლიტიკას. შუალედური შეფასება იკვლევს ჩარევის ამოცანების ან ჩანაფიქრის აქტუალობას შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით;
ეფექტურობა - მიღწეულია თუ არა მიზნები და ამოცანები (და არა აქტივობები) ან რამდენად მოსალოდნელია ეს მათი პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.;
ეფექტიანობა - შედეგების მიღწევა ყველაზე დაბალი ხარჯებით; დგინდება შედეგების შეფარდება აუცილებელ ხარჯებთან (რესურსებთან);
მდგრადობა - რამდენად განგრძობადია განვითარების სფეროში ჩარევის სარგებლის მოქმედება ჩარევის დასრულების შემდეგ და როგორია ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი სიკეთეების გაგრძელების ალბათობა;
გავლენა - როგორია განვითარების სფეროში ჩარევის შედეგები: პირდაპირი/არაპირდაპირი, გამიზნული/დაუგეგმავი, პოზიტიური /ნეგატიური, მთავარი/მეორეული.12
შეფასების ანგარიში მომზადდება დადგენილ ვადაში, ფოკუსირებული იქნება მნიშვნელოვან ინფორმაციებზე, შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მხოლოდ რელევანტურ და სტრატეგიულად გადადგმულ ნაბიჯებზე და მარტივად აღსაქმელი საშუალებებით, რათა საბოლოო ჯამში, ანგარიში მკითხველზე ორიენტირებული და აღქმადი იყოს, გრაფიკული საშუალებების, ცხრილების და მონაცემების პროგრესის წარმოსაჩენად.