„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
290090000.22.033.017208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №177

2019 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №I-16 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




დანართი №I-16

  წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

(წინასწარი გადაწყვეტილების საგანი)

 I. დასმული შეკითხვა/შეკითხვები

 

 

 

 

II. ოპერაციის შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებები

 

 

 

 

III. წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

 

 

IV. წინასწარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები

წინასწარი გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის საფუძველზე.

V. წინასწარი გადაწყვეტილება გაიცემა და მოქმედებს იმ პირობით, რომ:

ა) არ არსებობს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, შემოსავლების სამსახურმა გამოსცა წინასწარი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საფუძვლების შესახებ მითითებული იყო დანართი №I-15-ის შესაბამისად წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში;

ბ) განმცხადებლის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნაში სრულად და სწორად არის წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი და გარემოება.

ფაქტები და გარემოებები წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ითვლება, თუ რომელიმე მათგანის წარმოუდგენლობის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში განმცხადებლის მიერ დასმულ საკითხზე წინასწარი გადაწყვეტილება სხვა შინაარსით გამოიცემოდა.

VI. წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრება

 წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, წინასწარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საჩივრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) წარდგენის გზით, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 (რიცხვი)

(თვე) 

(წელი)

(სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით

აღჭურვილი მოადგილის ხელმოწერა)

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2019.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №177. სარეგისტრაციო კოდი — 290090000.22.033.017208.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №177, 13.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 290090000.22.033.017208 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4587727/