გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი

მიღების თარიღი 14.06.2019
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016558
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2019
matsne.gov.ge 848 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სახელზე წარმოადგენს   განცხადებას       გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ
მუხლი 2
უშუალო  ხელმძღვანელი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ  განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 19.05.2021 ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.04.2020 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.12.2014 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 22.12.2023 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 12.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №23 2019 წლის 14 ივნისი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი“ №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა“  №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის“ ფორმა №3 დანართის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის      დამტკიცების                თაობაზე  საქართველოს მთავრობის  2014  წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად. 2. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი  პროფესიული  ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში; გ) კანდიდატი – პირი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სახელზე წარმოადგენს   განცხადებას       გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ; დ) უშუალო  ხელმძღვანელი – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ  განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗. სტაჟირების გავლის საერთო წესი და სტაჟიორის სტატუსი 1. საკრებულოში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. 2. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით. 3. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს; 4. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა საკრებულოში უნდა წარმოადგინოს : ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) CV; ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან. 6. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს           თავმჯდომარე,  დადებითი  გადაწყვეტილების   მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 7. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. მუხლი 4🔗. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე. მუხლი 5🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1 . სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) უშუალო  ხელმძღვანელის  მითითებით  შეასრულოს  კონკრეტული დავალებები; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2 . სტაჟიორი ვალდებულია : ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს აპარატის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი 6🔗. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის  და სტაჟიორის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ 1. საკრებულოს აპარატის  ხელმძღვანელი  სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის     ყოველდღიური საქმიანობის        ზედამხედველობას          ახორციელებს    უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული თანამშრომელი,  რომელიც მოთხოვნის      შემთხვევაში აპარატის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. 3. სტაჟიორის   ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.  მუხლი 7🔗. სტაჟირების  შეწყვეტა 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება. 2. სტაჟირების  შეწყვეტის შესახებ  გადაწყვეტილებას  იღებს  საკრებულოს თავმჯდომარე,  საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 8🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების   ვადის   გასვლის   შემდეგ,   საკრებულოს თავმჯდომარე,  საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის რეკომენდაციით  იღებს  ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების  შედეგების  დადებითი შეფასების  შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2.  სტაჟიორის დადებითად  შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა  სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დანართი №2 სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა 1.  გვარი, სახელი ------------------------------------------------------------------- 2.  დაბადების ადგილი, თარიღი --------------------------------------------------------- 3.  მოქალაქეობა  -------------------------------------------------------------------- 4.  პირადობის მოწმობის ნომერი -------------------------------------------------------- 5.  ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------- 6.  საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: --------------- ------------------------------------------------------ 7.  განათლება (როდის - რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ) --------------------- ---------------------------------------------------------------------------------- 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა და სად? ------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------- 9.      სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის ნომერი (დიპლომის არსებობის შემთხვევაში) ----------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- 10.  რომელ უცხო ენებს ფლობთ? -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- 11.  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ----------------------------------------------------------------- 12.  გთხოვთ  ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები : ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ) CV; გ) ფოტოსურათი (ზომით 3х4); დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან (არსებობის შემთხვევაში). დანართი №3 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი სერტიფიკატი გადაეცემა  ------------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ------------------------------------------------------------ სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის სტაჟირების პერიოდი:  „-----“  „------------------“  20--- წ -დან. „-----“  „------------------“  20--- წ -მდე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ------------------------------------------                        -------------------- ხელმოწერა                                                           თარიღი