გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 14.06.2019
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №123
2019 წლის 14 ივნისი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის მერმა წარმოგვიდგინა ინიციატივა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მდებარე სპორტულ მოედანს (ს/კ 66.48.04.293) დაერქვას 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთის ომში დაღუპული სერჟანტის – მალხაზ ჯავახიშვილის სახელი. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ნაკვეთის ზუსტი ფართობია 8147 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება – საბავშვო ბაღი (ს/კ 66.48.04.069); აღმოსავლეთით – დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; სამხრეთით –
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.10.080); დასავლეთით –
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.04.211).
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 7 მაისის №15 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შემთხვევაში „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს –
სპორტულ მოედანს (ს/კ 66.48.04.293), რომლის აღწერაა: ნაკვეთის ზუსტი ფართობი 8147 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საბავშვო ბაღი (ს/კ 66.48.04.069); აღმოსავლეთით –
დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; სამხრეთით –
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.10.080); დასავლეთით –
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.04.211), ეწოდოს მალხაზ ჯავახიშვილის სახელი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე