შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5430-06
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/5430-06

330230904021682

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2019 წლის 24 ივნისი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი / მოვალე შპს ,,ღვინის ქარხანა ახაშენი“

გაკოტრების მმართველი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

  გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 2004 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,ღვინის ქარხანა ახაშენმა“ და მოითხოვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში.

 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება შპს ,,ღვინის ქარხანა ახაშენის“ მიმართ და ამავე განჩინებით, გაკოტრების მმართველად დაინიშნა ნიკოლოზ ბაკაშვილი. შემდგომში, 2008 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით, გაკოტრების მმართველად დაინიშნა მაია ქიტოშვილი.

 ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2011 წლის 28 დეკემბრის (№5688-რს) საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე/გაკოტრების მმართველი, ვალდებულია, 2012 წლის 1 თებერვლამდე გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აგვისტომდე მიიღო. აღნიშნული საქმეების წარმოებას აღსრულების ეროვნული ბიურო გააგრძელებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული ცვლილების საფუძველზე, განსახილველი საქმე, გაკოტრების მმართველი მაია ქიტოშვილისგან გადაეცა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2012 წლის 2 თებერვალს.

გაკოტრების მმართველი სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“მიერ 2019 წლის 29 მაისს წარმოდგენილ იქნა საბოლოო ანგარიში, რომლითაც გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს ,,ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ, გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელისაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

გაკოტრების მმართველი სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 29 მაისის შუამდგომლობის საფუძვლზე მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2019 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ) შპს , ,ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.

კრედიტორთა კრებაზე სასამართლომ მოისმინა გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიში, რომელშიც მითითებულია, რომ შპს „ღვინის ქარხანა ახაშენს“, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისთვის,მომწოდებლების მიმართ გააჩნდა ჯამში 1 157 178,20 ლარი კრედიტორული დავალიანება შემდეგი კომპანიების მიმართ:

·სს Georgian wine produsing company 1 017 678.63 ლარი

·ფირმა ალიოტი 85795,22

·მეგაკომი 30.90 ლარი

·სს მინა 2013.29 ლარი

ზემოაღნიშნული კრედიტორებიდან,მოთხოვნა წარადგინა მხოლოდ შპს ,,Georgian wine produsing company“-მ,რომელიც გახლავთ სს „Georgian wine produsing company“-ს უფლებამონაცვლე 1 071 678,63 ლარის მოთხოვნის ოდენობით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა შპს ”ღვინის ქარხანა ახაშენი ს“ქონება. მოძიების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის “სახელზე რეგისტრირებულია 11 სასაქონლო ნიშანი (ალკოჰოლიანი სასმელების კატეგორია). აღნიშნული ქონება შეფასდა სსიპ – ლევან სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და მისი საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 4620 (ოთხი ათას ექვსას ოცი) აშშ დოლარით.

შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის “ (ს/ნ 208168098) გააჩნია დებიტორული მოთხოვნები სხვადასხვა პირების მიმართ კერძოდ:

·ფირმა „დოინა ს“ (აშშ),

·შპს „ბაზის მარკეტი ს“ (რუსეთი)

·შპს „ბრიგი ს“ (ყაზახეთი)

·ფირმა „დელტა ტაფოლა ს“ (იტალია)

· დტსს „ლენპროდმაშ ის“, ფირმა

· „პროტეკშენ პროდაქშენ სრლ“-ს(მოლდოვა) მიმართ.

აღნიშნული იურიდიული პირები არ არიან რეგისტრირებული საქართველოში. ასევე ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანებები წარმოშობილია სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან და ამოღებისთვის უიმედოა,იმ თვალსაზრისით, რომ გასულია ხანდაზმულობის ვადაც.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ძველი გაკოტრების მმართველისგან მოთხოვნილ იქნეს შპს „ღვინის ქარხანა ახაშენი ს“დებიტორული დავალიანებების (მოთხოვნების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის,მოვალეთა დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომრები, მისამართი და სხვა). ზემოაღნიშნული ინფორმაციაც არ გააჩნია აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

ასევე, შპს „ღვინის ქარხანა ახაშენს“ 2001-2002 წლებში, გაცემული აქვს სესხი ფიზიკურ პირებზე (გლეხებზე), ყურძნის შეძსაძენად.

საქმეში წარმოდგენილი არ არის ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიმართ არსებული მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ვერ იქნა მოძიებული აღნიშნული დოკუმენტები.

საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიის სახელზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება.

საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „ღვინის ქარხანა ახაშენს“ საკუთრებაში უძრავი ქონება არ გაჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის “სახელზე სატრანსპორტო საშუალებები არ ირიცხება.

მოვალის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების რეალიზაციის მიზნით,შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის “გაკოტრების მმართველის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ონლაინ აუქციონის შესახებ განცხადება საიტზე განთავსდა 2012 წლის 09 აგვისტოს. აუქციონი დასრულდა 17 აგვისტოს. მოვალე შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის “ (ს/ნ 208168098) საკუთრებაში არსებული დანართი №1-ში მითითებული ქონების შემძენი ერთიანი კომპლექსის სახით გახდა „შპს ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“-ი (205008016), რომელმაც ქონება შეიძინა 4179,18 (ოთხი ათას ას სამოცდაცხრამეტი და 18) ლარად და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 637,50 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი და 50) ლარს, რომელიც გადაირიცხა სსიპ „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“-ს ანგარიშზე. 

შესაბამისად , შპს „ღვინის ქარხანა ახანაშენი “- ს გაკოტრების მმართველის მიერ აუქციონის შედეგად ამოღებული თანხა შეადგენს (4179.18-637,50) 3541.68 ლარს .

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გაკოტრების მმართველის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით,სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად:

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა . ა ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

შესაბამისად , სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს .

ამავე ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე.

შესაბამისად , სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა , გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას შეადგენს 5000 ლარს.

ჯამში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 10 000 ლარს , შესაბამისად ამოღებული თანხა 3541.68 ლარი სრულად უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე .

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის “ (ს/კ 208168098) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ ანგარიშს, ასევე მოისმინა კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულ კრედიტორთა მოსაზრებები და გამომდინარე იქედან, რომ კრედიტორები დაეთანხმნენ წარმოდგენილ ანგარიშსა და მოვალის გაკოტრების შესახებ მიმართვას, სასამართლომ მიიჩნია, რომ გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, მიზანშეწონილია შპს ,,ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების საქმის წარმო ების დასრულება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასრულდეს შპს ,,ღვინის ქარხანა ახაშენის“ (ს/ნ 208168098) გაკოტრების საქმის წარმო ება (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შავი ზღვის ქ., № 10/3, მე-2 სადარბაზო, ბინა 14) და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად.

2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,ღვინის ქარხანა ახაშენის“ რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

  მოსამართლე თამარ ბურჯანაძე .