სს „კაპიტალ ბანკისთვის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და მისი არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №1052
2019 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
სს „კაპიტალ ბანკისთვის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და მისი არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-8 მუხლის მე-9 და 91 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულდეს სს „კაპიტალ ბანკის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204447349) ლიკვიდაციის პროცესი.
2. სამართალმემკვიდრის მიერ შესაბამისი ანგარიშის რეკვიზიტების წარმოდგენის, მათზე სალიკვიდაციო ანგარიშებიდან თანხის გადატანისა და სალიკვიდაციო ანგარიშებზე თანხის განულების შემდეგ, სს „კაპიტალ ბანკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204447349) დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები.
3. სს „კაპიტალ ბანკი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204447349) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეესტრიდან.
4. სს „კაპიტალ ბანკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204447349) მიეცეს თანხმობა გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულება.
6. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში ასახვის მიზნით, წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
7. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში გამოქვეყნების მიზნით, წარედგინოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.
8. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
9. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
10. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარეთა გაცნობისთანავე.
არჩილ მესტვირიშვილი