„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 30 დეკემბრის№940–რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 30 დეკემბრის №940–რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 30 დეკემბრის №940–რს დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სათური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბერნის 1979 წლის 19 სექტემბრის, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე“;
ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. რატიფიცირებულ იქნეს ,,ბერნის 1979 წლის 19 სექტემბრის ,„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია“.
2. ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:
ა) ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-5 მუხლის პირობები კონვენციის I დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:
Marsilea quadrifolia L. მარსილია
Salvinia natans L. All. სალვინია
Vaccinium arctostaphylos L. კავკასიური მოცვი
Dracocephalum ruyschiana L. დრაკოცეფალა
Cyclamen coum Mill. ყოჩივარდა
Typha minima Funk ლაქაში
Zostera marina L. (Med) ზოსტერა
Kosteletzkya pentacarpos ( L.) Ledeb კოსტელეცკია
Paeonia tenuifolia L. იორდასალამი (ლალა);
ბ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-6 მუხლის პირობები კონვენციის II დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:
ფრინველები:
Merops apiaster ოქროსფერი კვირიონი
Melanocorypha calandra ველის ტოროლა
Motacilla alba თეთრი ბოლოქანქარა
Emberiza cia კლდის გრატა
Sturnus roseus ვარდისფერი შოშია (ტარბი)
რეპტილიები:
Natrix tessellata წყლის ანკარა
ამფიბიები:
Bufo viridis მწვანე გომბეშო;
გ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-6 მუხლის პირობები კონვენციის II დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული გარკვეული სახეობების მიმართ, და უზრუნველყოფს მათ მიმართ კონვენციის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დაცვას, ანუ განიხილავს მათ, როგორც კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობებს. ეს სახეობებია:
ძუძუმწოვრები:
Canis lupus მგელი
Ursus arctos მურა დათვი
Felis silvestris გარეული კატა
ფრინველები:
Ixobrychus minutus მცირე ყარაულა
Accipiter nisus მიმინო
Accipiter gentilis ქორი
Buteo buteo ჩვეულებრივი კაკაჩა
Sterna albifrons მცირე თევზიყლაპია
Sterna hirundo ჩვეულებრივი თევზიყლაპია
Otus scops წყრომი
Upupa epops ოფოფი
Coracias garrulus ყაპყაპი
Dendrocopos major დიდი ჭრელი კოდალა
Hirundo rustica სოფლის მერცხალი
Delichon urbica ქალაქის მერცხალი
Eremophila alpestris რქოსანი ტოროლა
Motacilla flava ყვითელი ბოლოქანქარა
Lanius collurio ჩვეულებრივი ღაჟო
Prunella modularis ტყის ჭვინტაკა
Prunella collaris ალპური ჭვინტაკა
Oenanthe oenanthe ჩვეულებრივი მეღორღია
Oenanthe finischii თეთრზურგა მეღორღია
(მელოტჩიტა)
Oenanthe isabellina ბუქნია-მეღორღია
Phoenicurus ochruros შავი ბოლოცეცხლა
Phoenicurus phoenicurus ბოლოცეცხლა
Erithacus rubecula გულწითელა
Parus major დიდი წივწივა (წიწკანა)
Parus caeruleus მოლურჯო წივწივა (წიწკანა)
Sitta europaea ჩვეულებრივი ხეცოცია
Troglodytes troglodytes ჭინჭრაქა (ღობემძვრალა)
Emberiza melanocephala შავთავა გრატა
Carduelis cannabina ჭვინტა (მეკანაფია)
Carduelis carduelis ჩიტბატონა
Carduelis spinus შავთავა მწვანულა
Carduelis chloris მწვანულა;
რეპტილიები:
Vipera lebetina გიურზა
Ophysaurus apodus გველხოკერა
Coluber najadum წენგოსფერი მცურავი
Coronella austriaca სპილენძა;
ამფიბიები:
Hyla arborea ჩვეულებრივი ვასაკა;
დ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-7 მუხლის პირობები კონვენციის III დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:
ძუძუმწოვრები:
Sciurus vulgaris ჩვეულებრივი ციყვი
თევზები:
Coregonus ორაგული (ყველა სახეობა);
ე) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, შეასრულოს კონვენციის IV დანართის პირობები ფაუნის სახეობების დახოცვისა და დატყვევების აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, შემდეგი პირობებით: ,,საქართველო ეთანხმება ხაფანგებისა და მარყუჟების გამოყენების აკრძალვას, მაგრამ უშვებს მათ მიზანმიმართულ და სპეციფიკურ გამოყენებას ძუძუმწოვრების დასაჭერად მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დაკავშირებულია კონკრეტული პრობლემატური ინდივიდის ბუნებიდან ამოღებასთან.“.
3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი საქართველოს პარლამენტის მიერ „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ რატიფიცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 31 ივლისი.
№1567–რს