საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №170/ნ |
|
2019 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი |
|
2. ინტეგრირების მიზნებისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ზოგადი მოდულებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის სავალდებულო საგანთა ჯგუფის გაერთიანებით, დამტკიცდეს ინტეგრირებული ზოგადი მოდულები:
ა) „კომუნიკაცია ქართულ ენაზე“ – ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „მათემატიკური წიგნიერება“ – ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) „მოქალაქეობა“ – ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) „მეწარმეობა“ – ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ – ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ინტეგრირებული ზოგადი მოდულების შემუშავებისას გამოყენებულია:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ზოგადი მოდულები:
ა.ა) კომუნიკაცია;
ა.ბ) რაოდენობრივი წიგნიერება;
ა.გ) სამოქალაქო განათლება;
ა.დ) პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები;
ა.ე) მეწარმეობა.
ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის სავალდებულო საგანთა ჯგუფის საგნობრივი პროგრამები:
ბ.ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ.ბ) მათემატიკა;
ბ.გ) ისტორია;
ბ.დ) სამოქალაქო განათლება;
ბ.ე) გეოგრაფია;
ბ.ვ) ქიმია;
ბ.ზ) ბიოლოგია;
ბ.თ) ფიზიკა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ინტეგრირებული ზოგადი მოდულები წარმოადგენს პროგრამის შემადგენელ ნაწილს და დაუშვებელია მათი პროგრამისგან დამოუკიდებლად განხორციელება.
2. პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაშვების წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.
3. პროფესიული სტუდენტის მიერ პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების თანდართული წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები მუხლი 1. რეგულირების სფეროსაშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში (შემდგომში – პროგრამა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების (შემდგომში – ინტეგრირება) მიზნებს, ინტეგრირების მეთოდოლოგიასა და ადგენს იმ მოდულების შინაარსს, რომელთა ინტეგრირებაც უნდა განხორციელდეს პროგრამაში.
მუხლი 2.🔗
ინტეგრირების მიზანიინტეგრირების მიზანია საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლების მიწოდება და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მეოთხე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, რაც სრულდება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით.