📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.07.2019
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2019
matsne.gov.ge 588 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.08.2018 თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.05.2018 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.02.2022 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 17.11.2025 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2019 წლის 26 ივლისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 99-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №19 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 28.04.2015, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.016163). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის (შემდგომში – სარეზერვო ფონდი) ხარჯვის მექანიზმს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. სარეზერვო ფონდი იქმნება ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით. 3. სარეზერვო ფონდის მოცულობას განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო და იგი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2 პროცენტს. 4. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით სარეზერვო ფონდის მოცულობის გაზრდა. მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა და მიზნობრიობა 1. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი - ვანის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სარეზერვო ფონდიდან, ამ წესის შესაბამისად, ფინანსდება: ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას და კანონით დაცულ სხვა სიკეთეს; ბ) სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული და გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები; გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი უკიდურესად მძიმე ან/და გადაუდებელ შემთხვევებთან (მათ შორის სარიტუალო მომსახურებასთან) დაკავშირებული ხარჯი; დ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები; ე) ადგილობრივი წარმატებული სპორტსმენებისა და ხელოვნების მუშაკების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯები, რომლებიც წინასწარ არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში; ვ) ადგილობრივი პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს; ზ) სხვა ისეთი ხარჯები, რომელთა დაფინანსება არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის. 3. სარეზერვო ფონდიდან აკრძალულია ისეთი პროგრამების, ქვეპროგრამების და ღონისძიებებისათვის თანხის გამოყოფა, რომელიც გათვალისწინებული არის ადგილობრივი ბიუჯეტით. მუხლი 3🔗.  სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა 1. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ან შეტყობინება. 2. საჭიროების შემთხვევაში, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოსგან ან/და პირებისგან გამოითხოვოს დოკუმენტები, ცნობები, ფოტომასალები და სხვა მონაცემები, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას. 3. ამ წესის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. 4. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, ვანის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 5. საფრთხის ნაწილობრივი ან სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისთვის მოქმედებების დაუყონებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 6. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას, რომელიც მოიცავს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვასაც. მუხლი 4🔗. წესში ცვლილებების შეტანა ამ წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.