შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
საქმის №2/34505-18
330216918002741809
გ
ა
ნ
ჩ
ი
ნ
ე
ბ
ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2019 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი (კრედიტორი)
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახური“
მოვალე – შპს „ჯეომეტ ლიმიტედი“
გაკოტრების მმართველი – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
მოთხოვნა – შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის, განჩინებით შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ (ს/კ 215133898) მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით, შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ (ს/კ 215133898) მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით, გაკოტრების მმმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.
2019 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც, შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვით, გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,დაადგინა:
1. მოწვეული იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 31 ივლისს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63 შემდეგი დღის წესრიგით:
გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე