📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.08.2019
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016374
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 850 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.06.2019 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.08.2022 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 08.08.2022 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.07.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2019 წლის 6 აგვისტო ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართის შესაბამისად/დანართი დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილი №14 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne. gov.ge,  01/05/2019,  010250050.35.124.016370). მუხლი 3🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა: 1. კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები გარე მოვაჭრეების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე აქტით დადგენილი წესის მოთხოვნებს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე. 2. განახორციელოს წინამდებარე წესის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. 3. „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების შესაბამისად,  არ დაუშვას სუნელებისა და სანელებლებით გარე ვაჭრობა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე დანართი ბაღდათის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის,  გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსების, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2. გარე ვაჭრობად ითვლება: ა) საქონლის რეალიზაცია საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; გ) რესტორნის, კაფე-ბარის მიმდებარედ და საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდისა და სხვა ნივთის განლაგება. აღნიშნული ობოექტების განსათავსებლად მიწის საკუთრების უფლების გაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს: მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით, ხოლო თუ მიწა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას მუნიციპალიტეტმა უნდა იხელმძღვანელოს „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით; დ) ბაზრობების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სავაჭრო დახლების და სხვა ნივთის განლაგება; ე) საქონლის რეალიზაცია საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან; ვ) აზარტული და მომგებიანი თამაშობებისთვის განკუთვნილი სათამაშო ინვენტარის, ასევე სხვა სათამაშო და გასართობი აპარატის ან ნივთის საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიზანია: ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა; დ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა და ორგანიზება 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ადგილების გეგმას მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ამტკიცებს საკრებულო. 2. გარე ვაჭრობისათვის ადგილებს, დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, გამოყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი  უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს:  ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. 5. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. 6. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები  მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 7. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი სადღესასწაულო დღეებისა. 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი) გარე ვაჭრობა. 9. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). 10. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი); ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) შეშა (სპეციალურად გამოყოფილ  ადგილებში); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. 11. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი 1. დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. 2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს,  ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.