ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის № 080210319002994179
№ 2/1145-19
განჩინება
საქართველოს სახელით
ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან
2019 წლის 29 ივლისი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: დარინა აბულაძე (გაკოტრების მოსამართლე)
სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს „იმპერიალი 2000 ”
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „იმპერიალი 2000 ”-ის კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 2 სექტემბერს 12:00 საათზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3 ).
3 . დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან“?
- „ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან“ მიღებულია 29.07.2019. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1145-19.
- სად არის „ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „ამონაწერი შპს "იმპერიალი 2000"-ის კრედიტორთა კრების ოქმიდან“, №2/1145-19, 29.07.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4630330/