„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №387 |
|
2019 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი |
„ი) საკონკურსო კომისია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სააგენტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ეტაპებს, მათი ჩატარების ვადებს, პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, დაფინანსების პირობებს, საერთაშორისო ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის საშუალებით მონიტორინგის განხორციელების პირობებსა და პროცედურას, შეფასების კრიტერიუმებს, ახდენს პროგრამის შემდგომი გაუმჯობესების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას; ახორციელებს პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის შერჩევის პროცედურას და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე);“.
|