„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№393
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.021414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №393

2019 წლის 16 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

 

1. დანართ №2-ის (იმუნიზაცია) მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. ცენტრმა, ურთიერთთანამშრომლობის შესაბამისი შეთანხმების/ მემორანდუმის ფარგლებში,  უზრუნველყოს:

ა) სომხეთის რესპუბლიკიდან მიღებული 30 ათასი დოზა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ჯერილინის შტამზე დამზადებული ვაქცინის დაბრუნება იმავე ოდენობით, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით შესყიდული რაოდენობიდან;

ბ) თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული 100 ათასი დოზა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ჯერილინის შტამზე დამზადებული ერთდოზიანი დაფასოების ვაქცინის დაბრუნება იმავე ოდენობით, რისთვისაც საჭირო ვაქცინის შესყიდვა განხორციელდება იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, უშუალოდ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიისგან, რომელიც თავად უზრუნველყოფს ვაქცინის შეფუთვა/მარკირება/ტრანსპორტირებას თურქეთის რესპუბლიკის მოთხოვნების სრული დაცვით.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირება სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელდეს ცენტრის მიერ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით, ხოლო თურქეთის რესპუბლიკაში უზრუნველყოფილ იქნეს უშუალოდ მწარმოებლისგან „ცივი ჯაჭვის პრინციპების“ მკაცრი დაცვით.“.

2. დანართ №19-ის (რეფერალური მომსახურება) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25,000.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 24,995.0 ათასი ლარით;

ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით.“.

3. დანართ №21-ის (ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,000.0 ათასი ლარით, მათ შორის ლოჯისტიკის კომპონენტის ბიუჯეტი – 1,000.0 ათასი ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2019.
როდის იქნა მიღებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.08.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №393. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.021414.
რამდენი მუხლისგან შედგება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №393, 16.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021414 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4637922/