სს „თელიანი ველი”-ს ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება N210819/01
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება №210819/01
ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „თელიანი ველის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „თელიანი ველის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. „საზოგადოების“ ნებადართულის კაპიტალის ფარგლებში ახალ აქციათა ემისიისას მინიმალური ფასის დადგენის შესახებ;
2. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
„აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. ვინაიდან „საზოგადოების“ კაპიტალის გაზრდისა და ახალი შენატანების ეფექტურად განხორციელების მიზნით, „საზოგადოების“ ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის ფარგლებში ახლადემიტირებულ აქციებზე 2019 წლის 4 აპრილს „საზოგადოების“ 75%-ზე მეტი აქციების მფლობელი აქციონერის მიერ გაუქმებულ იქნა აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება, წინამდებარე გადაწყვეტილებით დგინდება ის მინიმალური ფასი, რომელზე ნაკლები ოდენობითაც დაუშვებელია ახალი აქციების ემისია აქციონერთა კრების გადაწყვეტილების გარეშე. კერძოდ, თითოეული ახალი აქციის გამოშვების მინიმალურ ფასად დადგენილ იქნეს „საზოგადოების“ ერთი აქციის საბალანსო ღირებულება.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება „საზოგადოების“ გენერალურ დირექტორს და/ან ნინო დუნდუას (პ/ნ: 42001038929) და/ან მარიამ თითბერიძეს (პ/ნ: 01017042743), რათა მათ ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე, უზრუნველყონ ზემოაღნიშნული გარიგების კანონით დადგენილი წესით გაფორმება/რეგისტრაცია (საჭიროების შემთხვევაში), ასევე ხელი მოაწერონ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტს/ხელშეკრულებას, სარეგისტრაციო განაცხადებს და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან და შეასრულონ ამასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება.
„აქციონერის“ სახელით:
ავთანდილ ნამიჩეიშვილი
სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის მოადგილე